asd

დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპები (II ნაწილი)

(ნაწილი II: მთელი ძალაუფლება ხალხს!)

გაგრძელება,

დასაწყისი იხ. ჟურნალის 2013 წლის მე-2 ნომერში.

ჟურნალის წინა ნომერში ჩვენ საუბარი გვქონდა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, საარჩევნო კომისიების წევრთა დაკომპლექტების დემოკრატიულ პრინციპებზე. ამჯერად კიჩვენი სურვილიამკითხველსა და ქართულ საზოგადოებას შევთავაზოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის ზოგიერთი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ბერკეტების შემოღება, ავხსნათ და წარმოვაჩინოთ მისი მეცნიერული საფუვლები. თუ როგორ და რა ფორმით, რა დოზით შეიძლება, მართოს ხალხმა სახელმწიფო. საკმარისია თუ არა დემოკრატიის დღეისათვის არსებული ფრომები და საშუალებები რეალური დემოკრატიისათვის. თუ არამაშინ რა უშლის ხელს და როგორ შეიძლება  ამ პრობლემების დაძლევა?

მოკლედ გავიმეორებთ წინა, I ნაწილში, მოყვანილ `დემოკრატიის~ განმარტებას:

თანამედროვე გაგებით დემოკრატია ესაა სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკლრატიის უმთავრესი მოთხოვნააარჩევითობა და მოკლევადიანობა.

კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღება ტერმინ `დემოკრატიის~ განმარტებას - `სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით.~

აქ საინტერესოა უინსტონ ჩერჩილის სიტყვების მოხსენიება, რომელიც ამბობს: `დემოკრატია მმართელობის საუკეთესო ფორმა არ არის, მაგრამ კაცობრიობას ჯერ უკეთესი არ მოუგონია~-. დიახ, დემოკრატიული მართვა შეცდომის დაუშვებლობას არ გამორიცხავს, მაგრამ ეს შეცდომაც კი საზოგადოების ერთობლივი პასუხისმგებლობით იქნება დაშვებული. თუმცამეტად სავარაუდოა, რომ შეცდომები ნაკლები იქნება.

არგუმენტები:

რა საფუძველი გვაქვს  ვიფიქროთრომ რეალური ძალაუფლების ხალხის, საზოგადოების ხელში გადასვლის შემთხვევაში ნაკლები შეცდომები იქნება დაშვებული?

დავიწყოთ იმით, რომ პირადი დაკვირვებითა და მონაწილეობით ბოლო 20-23 წლის მანძილზე მივედი იმ დასკვნამდე (და ეს მარტო ჰიპოთეზა არ არის, არამედ გამყარებულია უამრავი უტყუარი ფაქტობრივი მასალებით), რომ ხელისუფლება უმეტეს შემთხვევაში შეცდომას კი არ უშვებს, არამედ დანაშაულს ჩადის ქვეყნის, საზოგადოებისა და პიროვნებების წინაშე. სქემა არის ასეთი: დემოკრატიის სახელით ავანტიურისტები, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ, ხელისუფლების უზურპაციას ახდენენ, ხოლო  ხელისუფლებაში მოსვლის მერე სახელმწიფოსა და  და ხალხის სახელით საკუთარ თავზე ირგებენ  კანონებსა და ყველა ნორმატიულ აქტებსრათა გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი.

1992 წლიდან  მოყოლებული საქართველოში ეროვნული მთავრობა არ გვყოლია, პირველ რიგში, პირველი პირები, რომლებიც ლამის მონარქის (უცხო სახელმწიფოს მარიონეტი, მაგრამ მაინც) უფლებით სარგებლობდნენ და მოქმედებდნენ. ისინი განა შეცდომებს უშვებდნენ? არ იცოდნენ რას აკეთებდნენ? მაშინ რისი პოლიტიკოსი ხარ? არა, მათ ყველაფერი კარგად იცოდნენ, ღებულობდნენ ინსტრუქციებს უცხო ქვეყნიდან თუ ქვეყნებიდან და ყველაფერს ზედმიწევნით აკეთებდნენ გარეშე ძალების დავალებების შესასრულებლად, საკუთარი ფინანსური ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ოღონდ ამას აკეთებდნენ დემოკრატიის საფარქვეშ, ხალხის სახელით. ეს იყო უზურპატორების ხელისუფლება თუ არ გამოვრიცხავთ ზოგიერთ პატიოსან მაღალჩინოსანს და სახელმწოფო აპარატს, რომელის საარსებო საშუალების მიღების მიზნით ემსახურებოდნენ ქვეყანას, თუმცა ხშირად, ალბათ, ბრმა იარაღიც კი იყვნენ უზნეო ხელმძღვანელებისათვის.

ჩვენი მსჯელობის ობიექტი კონკრეტული პიროვნებები არ გახლავთ, არამედ არსებული სამართლებრივი ბაზის ფუნდამენტალური საფუძვლების მახინჯი ფორმებისა და პრინციპების მხილება, მისი გამოსწორებისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო და სხვა სამართლებრივი ცვლილებების აუცილებლობის დასაბუთება.

რომ ყოფილიყო რეალური დემოკრატია, რომელიც იშვიათობაა დღევანდელ მსოფლიოში, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც არის სხვადასხვა დოზით, მაშინ ისინი ამას ვეღარ გაბედავდნენ, თუ გაბედავდნენ და მალევე დაკარგავდნენ თანამდებობას.

ჩვენი მოწოდებაა - `მთელი ძალაუფლება ხალხს!~, ხოლო იმისათვის, რომ მთელი ძალაუფლება გადაეცეს ხალხს, საჭიროა მას მიეცეს შემდეგი უფლება: ხალხს უნდა შეეძლოს ნებისმიერ დროს ნებისმიერი თანამდებობის პირის გადაყენების, ვინც საჯარო სამსახურში მუშაობს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ხოლო თუ არჩეულია, მისი გადარჩევის უფელბა, დაწყებული პრეზიდენტიდან და დამთავრებული დამლაგებლით. აქ იგულისხმება ხელისუფლების ყველა შტო: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება.

ჩვენთან, საქართველოში, დემოკრატიის პრინციპი, ერთის მხრივ, აღიარებულია კონსტიტუციითაც კი, მაგრამ მეორეს მხრივ, დაბლოკილია იმავე კონსტიტუციით.

მაგალითად: კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1 პუნქტში ვკითხულობთ: `საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი.~ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ფორმულირება. მარტო წყარო არაფერია, აქ უფლებებიც უნდა ჩანდეს. მაგალითად, ასეთი დასასრულით: `. . . რომელიც ირჩევს და გადაირჩევს, საჭიროების შემთხვევაში კი ათავისუფლებს თანამდებობიდან ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას~.

ავხსნათ სახელმწიფო მოხელეების იდეოლოგიური საფუძვლები:

რატომ ვირჩევთ ან რატომ ვნიშნავთ სახელმწიფო მოხელეებს? იქნებ არ არის საჭირო და ყველამ ვაკეთოთ რაც გვინდა? მაგრამ ეს ხომ ქაოსი იქნებოდა! მოდით, გავაუბრალოოთ ეს საკითხი, რადგან ამ სტატიის მიზანია არა მარტო მეცნიერთა და სახელმწიფო მოხელეთათვის სიტუაციის ახსნა, რომელთა დიდმა უმრავლესობამ ისედაც იცის ეს ყველაფერი, არამედ ნებისმიერი ჩვეულებრივი მოქალაქისთვისაც რომ იყოს გასაგები, თუ რაზეა საუბარი და რის ახსნას ვაპირებთ.

როდესაც ადამიანთა ჯგუფი შეიკრიბება და გადაწყვეტენ რაიმე საქმის ერთობლივად განხორციელებას, ისინი ირჩევენ დროებით ხელმძღვანელს, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ის ამ ჯგუფში ყველაზე უკეთესია. საქმისა და ადამიანთა ჯგუფის ხელმძღვანელობა დავალებაცაა, შესაბამისად, ვალდებულებაც და პასუხისმგებლობაც. შეიძლება ამ ჯგუფმა გარკვეული თანხის აკრეფვა დაავალოს აღნიშნულ დროებით ხელმძღავნელს, შეიძლება ამ ფულით სხვა ქალაქში წასვლა და რაღაცის ჩამოტანა დაავალოს, რაც ყველა ამ საქმეში მონაწილის ინტერესებშია. ანუ, აქ ხდება ამ ჯგუფის თითოეული წევრის მიერ თავიანთი უფლებამოსილების ამ ერთი პიროვნებისათვის დელეგირება, გადაცემა. სწორედ ამგვარ დელეგირებას ვახდენთ ჩვენ არჩეულ პრეზიდენტზე, დეპუტატზე და .. პირდაპირ თუ ირიბად ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეზე, რომლებმაც ჩვენი ინტერესები უნდა დაიცვან, რისთვისაც ჩვენ ვაგროვებთ გარკვეულ თანხებს სხვადასხვა გადასახადების სახით. მაგ,; საშემოსავლო, მოგების, დღგ, აქციზი და ..

ჩვენს მიერ მოტანილ მაგალითში,  (პირველ ნაწილში ჩვენ მოტამილი გვქონდა სააქციო საზოგადოების მაგალითი) თუ გჯუფის მიერ არჩეული პირი არ შეასრულებს ჯეროვნად მისთვის მინდობილ სამუშაოს, შეიკრიბება ეს ჯგუფი და გადაირჩევს, ხოლო თუ ზარალი მიაყენა საერთო საქმეს, - აანაზღაურებინებენ მას და .. იგივე პრინციპი მოქმედებს სახელმწიფოს შემთხვევაშიც, უბრალოდ აქ მასშტაბებია გაცილებით დიდი და შესაბამისად, საკითხები და მიმართულებებიც განუზომლად ბევრია. ამიტომ, შემსრულებელიც და მაკონტროლებელიც ხალხის სახელით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, თუ ხალხი ეჭვს გამოთქვამს მაკონტროლებელი ორგანოს გადაწყვეტილებების მართლზომიერებაში, კეთილსინდისიერებაში, მაშინ ხალხს, ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას, სრული უფლება აქვს თანამდებობის პირის მიმართ დააყენოს მინიმუმ უნდობლობის საკითხი. შემდეგი მსჯელობის საკითხია მისი დასჯა, დაჯარიმება და ..

დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებზე საუბარი არჩევნების ჩატარების დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბებით იმიტომ დავიწყეთ (იხ. ჟურ. `ახალი ეკონომისტი~, #2, 2013.), რომ სწორედ არჩევნებით იწყება ხალხის მოტყუების პირველი ეტაპი, სადაც ხელოვნურად გაჰყავთ სასურველი კანდიდატები (პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები. . . ), რომლებიც წერენ მათთვის სასურველ `კანონებს~ და სათითაოდ გვანადგურებენ, თუკი წინ გადავეღობეთ სიმართლის თქმითა და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. ამიტომ, უპირველესი მოთხოვნა უნდა იყოს კონსტიტუციური ცვლილება, სულ რაღაც ერთი მუხლის ჩასწორება და მის შესაბამისობაში სხვა მუხლისა და ნორმატიული აქტების მოყვანაა საჭირო, პირველ ეტაპზე. ესაა კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1 პუნქტი, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმულირებით:

`მუხლი 5.

1. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, რომელიც უფლებამოსილია აირჩიოს და გადაირჩიოს, საჭიროების შემთხვევაში კი გაათავისუფლოს თანამდებობიდან ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას~.

პრეზიდენტი, რომელიც უარს იტყვის აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, ხალხისათვის პრეზიდენტის გადარჩევის უფლების მიცემაზე, ის პრეზიდენტი უზურპატორია.

პარლამენტარი, რომელიც უარს იტყვის საკონსტიტუციო ცვლილებაზე იმის შესახებ, რომ პარლამენტის წევრი შეიძლება გადარჩეულ იქნეს ამომრჩველის მიერ ნებისმიერ დროს, ამომრჩეველთა უბრალო უმრავლესობით, გამოდის, რომ ისიც უზურპატორია.

იმისათვის, რომ ქვეყანაში, კერძოდ კი საქართველოში, დავამყაროთ რეალური დემოკრატია, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, პირველ რიგში კონსტიტუციაში შესაცვლელია რიგი მუხლები, მხოლოდ დემოკრატიული მართვის პრინციპებიდან გამომდინარე. (საერთოდ კი ბევრი მუხლია შესაცვლელი) ესენია:

1. მუხლი 5. Pუნქტი 1., რაზედაც უკვე ვისაუბრეთ;

2. მუხლი 52,  პუნქტი 1. სადაც წერია: `საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია.~

ჯერ ერთი საკითხავია, რას გულისხმობს `თავისუფალი მანდატი~, როცა ის ხალხის მანდატით, ხალხის რწმუნებულებით არის შესული. `თავისუფალი მანდატი~? რაუფლის რწმუნებულია? მეორეც, `მისი გამოწვევა დაუშვებელია~-, არჩევა თუ შეიძლება გადარჩევა რატომ არ შეიძლება?, მაგრამ სწორედ აქ არის `ძაღლის თავი~ დამარხული, სწორედ რომ საკუთარ ინტერესებზეა მორგებული ყველაფერი. დავაკვირდეთ ინტერესთა ჯაჭვს: საარჩევნო კომისიას ნიშნავს, (ვითომ `ირჩევს~), პრეზიდენტი და პარლამენტი, საარჩევნო კომისია კი `ირჩევს~ პრეზიდენტსა და პარლამენტს, დიახ საარჩევნო კომისია `ირჩევს~, ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, იმდენ ქულას უწერს მისთვის სასურველ კანდიდატებს, რომ გაიმარჯვონ, ეს უკანასკნელნი კი `კანონებს~ ისე `აცხობენ~, როგორც მათ აწყობთ: `თავისუფალი მანდატი~, `გაწვევა დაუშვებელია~ და .. ინიშნავენ მაღალ ხელფასებს, ლობირებენ საკუთარ ბიზნესებს და .. ამიტომაც არის მთელი 20 წელზე მეტი წლის მანძილზე ერთი და იგივე სახეები, რომლებიც სათავისოდ ირგებენ კანონსაც, ცესკოსაც, თანამდებობასაც და .. აბა დაინტერესდით და მოიკითხეთ როგორ ცხოვრობენ ისინი, სად დადიან, რითი ერთობიან. . .

ერთ-ერთ ტელე-გადაცემაში ითქვა, რომ `ნაციონალური მოძრაობის~ ერთ-ერთმა ლიდერმა იურისტებს დაავალაო: მე არ ვარ იურისტი, მაგრამ გავალებთ, კანონები ისე დაწეროთ, რომ მინიმუმ 5 წელი ჩვენ ვიყოთ ხელისუფლებაშიო. ეს რამდენად სიმართლეა, არც უარყოფა შეგვიძლია და არც დადასტურება, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მათი ხელისუფლების ქმედებები, ცვლილებები კონსტიტუციასა და კანონებში, სწორედ ამისკენ მიუთითებს.

3. მუხლი 75.

ვნახოთ დღეისაათვის (2013 . სექტემბერი) მოქმედი კონსტიტუციის მიხედვითრა შემთხვევაში შეიძლება პრეზიდენტის გადარჩევა ან გადაყენება.

`მუხლი 75

1. საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუვალია. თანამდებობაზე ყოფნის დროს არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

2. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პარლამენტს კონსტიტუციის 63- მუხლითა და ორგანული კანონით დადგენილი წესით შეუძლია თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი, თუ:

) კონსტიტუციის დარღვევა დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით;

) სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს დასკვნით.~ 

ჩვენი კომენტარი: საკონსტიტუციო სასამართლო და უზენაესი სასამართლო, ორივე პრეზიდენტის დანიშნულია. არც ერთი მას არ გასწირავს.

ახლა ვნახოთ ფორმულირება, რომელიც ძალაში შევა 2013 წელს ახალი პრეზიდენტის არჩევის შმდეგ:

`[2. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია კონსტიტუციის 63- მუხლითა და კანონით დადგენილი წესით თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი.~

 ეს მუხლი ძალაში შედის 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. აღნიშნული ცვლილება შეტანილია 2010 წლის 15 ოქტომბერს.

ჩვენი კომენტარი: თუ ეს შესაძლებელია ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რატომ არ შეიძლებოდა ეს მუხლი ამოქმედებულიყო ამ ცვლილების მიღებისთანავე? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ მას (მიხეილ სააკაშვილს) არ აწყობდა. სხვა მოტივაცია არ არსებობს. მისი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ კი, ახალი პრეზიდენტის გადაყენების უფლება აქვს პარლამენტს, თუმცა `საკითხი დასკვნისათვის გადაეცემა უზენაეს სასამართლოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს~. პრინციპში ამ მუხლთან საკამათი არ გვექნება, თუ მიღებული იქნება ჩვენს მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებამუხლი 5, პირველი პუნქტი, ზემოთ ხსენებული ფორმულირებით და ამ პუნქტის შესაბამისობაში მოვა ყველა ის მუხლი და პუნქტი, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნულ ფორმულირებას.

დასასრულს, დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალურია ხალხის მიერ ძალაუფლების ხელში აღება, რადგან უნდობლობაა გამეფებული არა მხოლოდ ყოფილი ხესისუფლების მიმართ, არამედ მოქმედი ხელისუფლების მიმართაც და .. ოპოზიციური პარტიების მიმართაც, რაც ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული. ამდენად, მკაცრად უნდა დადგეს ორი უმთავრესი საკითხი:

1. ლოზუნგით - `მთელი ძალაუფლება ხალს!~ უნდა მოვითხოვოთ საკონსტიტუციო ცვლილება (მუხლი 5 პუნქტი 1)  ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფორმულირებით;

2.  საარჩევნო კოდექსი უნდა გამარტივდეს და  კომისიის წევრების არჩევა მოხდეს ადგილზე ჩვენს მიერ შემოთავაზებული სქემის მიხედვით. (ჟურ. `ახალი ეკონომისტი~, #2 2013, გვ. 5-8)

აჯერადაც `იმედი მაქვს, თქვენ მე გამიგეთ.~

ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს!

 

ლოიდ ქარჩავა

29.09.2013.