სიახლეები

29 ივლისი 2017წ

დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპები (I ნაწილი)

(ნაწილი I: არჩევნების ჩატარების დემოკრატიული პრინციპები)

 

როგორც ირკვევა, ზოგადად, მთელს მსოფლიოში ყველა ემხრობა იმ იდეას, რომ დემოკრატია ყველაზე ცივილური ფრომაა. სხვათა შორის, დემოკრატიის ერთგვარ ნიშნებს ჩვენ ვხვდებით პირველყოფილი თემური წყობილების რღვევის მიჯნაზე, როცა საკითხი ხმის პირდაპირი მნიშვნელობით წყდებოდა. მოწინააღმდეგეები დადგებოდნენ სხვადასხვა მხარეს და რომელი მხარეც უფრო ხმამაღლა იყვირებდა, ის მხარე ითვლებოდა გამარჯვებულად. ანუ, იმ მხარის აზრი იყო მიღებული. შესაძლოა, ხმის მიცემა სწორედ აქედან მოდის. უბრალოდ დაიხვეწა პროცედურები და ტექნოლოგიები. კომუნისტების დროსაც კი, თითქოს ხალხი ირჩევდა დეპუტატებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ ხდებოდა, რაც ყველამ კარგად ვიცით. იდეა რა თქმა უნდა, სწორია, მაგრამ მთავარია, ვის როგორ ესმის ამ იდეის განხორციელება.

რაში მდგომარეობს თვითონ დემოკრატიის არსი?

მკითხველს მოეხსენება, რომდემოკრატია” ბერძნული სიტყვაა, სადაცდემოს” - ხალხს ნიშნავს, “კრატოს” - კანონს, ძალას. თანამედროვე გაგებით დემოკრატია ესაა სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკლრატიის უმთავრესი მოთხოვნააარჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა, ცნებადემოკრატია” მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა. [http://ka.wikipedia.org/wiki /დემოკრატია]

მესმის, ძალიან კარგადაც, რომ სრული ჭეშმარიტება და სრული დემოკრატია ძნელი მისაღწევია, მაგრამ შევეცდები, ავხსნა და ჩამოვაყალიბო დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპები. არ გამოვრიცხავ და წინასწარ ვაცხადებ, ჩემს მოსაზრებებს მოწინააღმდეგეები ნამდვილად ეყობა, განსაკუთრებით მათი მხრიდან, ვისაც გარანტირებული აქვს ადგილები მთავრობაში თუ პარლამენტში და ცდილობენ შეინარჩუნონ იგი. ვიღაცას კარგი ურთიერთობები აქვს დამყარებული მათთან და .. ანუ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეა. ზოგმა შეიძლება ფიზიკურად არარეალურად ჩათვალოს მისი განხორციელება და უტოპიურიც კი უწოდოს მას. მოკლედ, ყოველგვარ მოსაზრებასა და გამოხმაურებას ველოდებით, მაგრამ მაინც გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი შეხედულებები, რომელიც გარკვეული ანალიზის შედეგად ჩამოგვიყალიბდა და სრულიად რეალურად გვეჩვენება. და აი, რა გვაქვს მხედველობაში:

ბუნებრივია, რომ ხალხი ვერ იქნება ყველაფრის გადამწყვეტი და შემსრულებელი. ხალხმა უნდა შეარჩიოს და აირჩიოს თავიანთი წარმომადგენლები (საპარლამენტო, ადგილობრივი), რომლებიც თავიანთი რიგებიდან ან საზოგადოებიდან შეარჩევენ და დანიშნავენ აღმასრულებელ ხელისუფლებას. ლოგიკურად თუ მივყვებით, დემოკრატიული მმართველობის მშენებლობა არჩევნებით უნდა დავიწყოთ!

არჩევნები დემოკრატიულად რომ ჩაატარო, საჭიროა შესაბამისი, დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული საარჩევნო ნორმატიული აქტი. .. კანონი. ანუ დღევანდელი მდგომარეობით - `საქართველოს საარჩევნო კოდექსი~. ის კი ნამდვილად შესაცვლელია. ჩვენ შევეცდებით, ჩამოვაყალიბოთ მხოლოდ პრინციპები, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

დავიწყოთ საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებით. დღევანდელი მდგომარეობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) 5 წევრს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს, ხოლო ეს უკანასკნელი ირჩევს მათ. ხოლო 7 წევრს კი ნიშნავენ პოლიტიკური პარტიები. ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრების ან საქართველოს პარლამენტის მიერ. რაც ჩვენი ღრმა რწმენით არასწორია, უფრო სწორად, არადემოკრატიულია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წინა საარჩევნო კოდექსებთან შედარებით გაკეთიშობილებულია. მოკლედ, ჩვენი მოსაზრება ასეთია:

სარჩევნო კომისიების დაკომპლექტება უნდა დაიწყოს ქვევიდან, საზოგადოების მხრიდან, და არა ხელისუფლების მხრიდან. საარჩევნო კომისიის მთავარი დანიშნულებაა არჩევნების ჩატარება კანონით განსაზღვრული პროცედურების დაცვით, და შემდეგ ხმების დათვლა, რაც დიდ და სპეციალურ განათლებას არ მოითხოვს. საჭიროა საარჩევნო კოდექსის მიხედვით არჩევნების პროცედურების ცოდნა და ყველაზე მთავარიხმების დათვლა.

არჩევნების არსი, ბუნება და თავისებურებები. სანამ არჩევნების არსის განხილვაზე გადავალთ, მინდა ერთი ეპიზოდი გავიხსენო ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან: II კურსიდან, შემოდგომაზე, თსუ ბაგების სტუდქალაქში გადავედი საცხორებლად. მაშინ სტუდენტური თვითმმართველობა ახალი შემოღებული იყო. ყველა კორპუსში იქმნებოდა სტუდენტური საბჭო (სტუდსაბჭო), რომელიც წყვეტდა ფაქტობრივად სტუდედნტების ჩასახლება-გასახლების საკითხებს. სტუდქალაქის ადმინისტრაცია, კომენდატები და სხვა პირები მატერიალური პასუხისმგებლები იყვნენ ძირითადად. ინფორმაციისთვის იმასაც მოგახსენებთ, რომ სტუდენტები, ასევე, დასაქმებული იყვნენ ხელფასიან სამუშაოზე, დარაჯებად, დამლაგებლებად, ელექტრიკოსად, დურგლად, ლიფტიორად და .. ამ სტუდქალაქში ცხოვრებიდან 1-2 თვეში V კორპუსის სტუდსაბჭოს წევრად შემიყვანეს. ამ კორპუსში სტუდენტთა რაოდენობა 800-ზე მეტი იყო. ასევე, დაახლოებით 1-2 თვეში V კორპუსის სტუდსაბჭოს თავმჯდომარე გაერთიანებული სტუდსაბჭოს თავმჯდომარედ გადაიყვანეს. V კორპუსში კი სტუდსაბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება მე დამევალა. ხოლო აქედან 1 თვეც არ იყო გასული, რომ სტუდსაბჭოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დადგა. სტუდქალაქის ხელმძღვანელობისა და გაერთიანებული სტუდსაბჭოს მხრიდან წამოვიდა შემოთავაზება, რომ ჩვენ შენს კანდიდატურას წამოვაყენებთო. მე უარი ვუთხარი. ისინი თუ წამომაყენებდნენ სტუდსაბჭოს თავმჯდომარის კანდიდატად, ღია კენჭისყრაზე ყველანი ძალაუნებურად მომცემდნენ ხმას. ამიტომ, მე შევთავაზე დემოკრატიული არჩევნები ჩავატაროთ-მეთქი. გავამზადეთ ქაღალდის პატარა ნაჭრები და დავურიგეთ სტუდსაბჭოს ყველა წვერს, რათა ფარულად ჩაეწერა მისთვის სასურველი კანდიდატურის სახელი და გვარი წინასწარი დასახელების გარეშე. ანუ, ნებისმიერს შეეძლო ნებისმიერი ჩაეწერა. სულ 14 ხმა იყო ჩემის ჩათვლით. მე თავი შევიკავე, ხმა გაუქმდა. თუმცა, შემეძლო ჩემი სახელი დამეწერა. 1-მა მიიღო 2 ხმა, ხოლო მე მივიღე 11 ხმა. ასე გავხდი მე-2 კურსის სტუდენტი სტუდსაბჭოს თავმჯდომარე და მთელი ოთხი წელი ახალი კანდიდატურა არავის წამოუყენებია, თუმცა ყოველწლიურად ტარდებოდა არჩევნები. დავამატებ იმასაც, რომ ამ ხნის მანძილზე არც ერთი საჩივარი არ ყოფილა ჩემს წინააღმდეგ.

რაში მდგომარეობს ამ მაგალითის არსი? რატომ გავაკეთე ეს?

საქმე იმაშია, რომ თუ ის ხალხი არ გაფასებს, ვინც უნდა აგირჩიოს და ვისთანაც უნდა ითანამშრომლო, მაშინ როგორ ურთიერთობაში უნდა იყო მთთან? ზოგიერთებს ეს არ ადარდებს, მათთვის მთავარია, რაიმე სარგებელი ნახონ, სანამ გაუვათ, იტყუებიან, ცრუ დაპირებებს იძლევიან და .. ძლიერი, მართალი და პატიოსანი ადამიანი ამას არ იკადრებს. ვინმეს თუ შეუძლია ერთი მაგალითი მაინც მოიტანოს, როცა მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ჭიდაობაში და .. ჯიბეში დანით დადიოდეს და მით უმეტეს, მას ეს გამოეყენებინოს ქუჩაში ჩხუბის დროს. რა თქმა უნდა, არა! იმიტომ, რომ მას ეს არ სჭირდება! ქუჩაში გამვლელი უბრალო ადამიანი მისთვის მოწინააღმდეგე არ არის, რადგან მისი ძალა რამდენჯერმე აღემატება ჩვეულებრივი ადამიანის ძალას. მაგრამ, ქურდბაცაცა ნაძირალები სწორედ დანითა და ნებისმიერი საშუალებებით ქალსა და ბავშვსაც კი გაიმეტებენ სასიკვდილოდ, თუ მას რაიმე გროში აღმოაჩნდება ჯიბეში თუ საფულეში. სწორედ ასეთი ქურდბაცაცაა ისვინც საარჩევნო ხმებს იპარავსთუნდაც მოსყიდვით იღებს მას. ამგვარი უამრავი სამარცხვინო ფაქტების მომსწრენი ჩვენ თვითონ ვართ ბოლო 20 წლის მანძილზე. პატიოსანი და ძლიერი პოლიტიკოსი კი, ამას არ იკადრებს.

არჩევნების არსი იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სწორედ ამავე საზოგადოების რჩეულმა უნდა უხელმძღვანელოს, რჩეულმა თავისი ცოდნით, გამოცდილებით, და რაც მთავარიაკეთილსინდისიერებით. იმისათვის, რომ ხელმძღვანელმა საზოგადოების ინტერესები გაითვალისწინოს და დაიცვას იგი, ის თვითონ უნდა იყოს ამ საზოგადოების ნაწილი, უნდა ესმოდეს მათი და როგორც მათივე წიაღიდან წამოსულს, უნდა სტკიოდეს მათი სატკივარი.

არჩევნების ბუნება კი ისაა, რომ დემოკრატიული პრინციპით, ანუ ხალხის, საზოგადოების მიერ მოხდეს მისივე წიაღიდან ხელმძღვანელის წამოყენება და არჩევა.

არჩევნებს, ისე როგორც ნებისმიერ მოვლენას გარკვეული თავისებურებები ახასიათებს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, თუ ვინ ვის ირჩევს. მაგალითად, არჩევნების ერთგვარი სახეა სუფრაზე თამადის არჩევაც კი. მაგრამ ამასაც თავისი ნიუანსები აქვს, იმისდა მიხედვით, თუ რა ხასიათისაა სუფრა, _ ქორწილი, ბავშვის შეძენა, დაბადების დღე, ქელეხი, კორპორაციული სადილი, მეგობრების თავყრილობა და ..

ახლა ლოგიკური განვითარება მივცეთ პოლიტიკური არჩევნების ბუნებას და თავისებურებასთან ერთად მთლიან კონტექსტში განვიხილოთ იგი. ჩემს ულამაზეს სოფელშინაკიანში, სოფლის ხელმძღვანელის არჩევნების საკითხი რომ დადგება, იქ კანდიდატურის წამოყენების უფლება არ ექნება თბილისიდან ან ქუთაისიდან ჩასულ კაცს, თუნდაც პროფესორი იყოს იგი, რადგან ის ადგილობრივი მკვიდრი არ არის. ხოლო, ვინაიდან ადგილობრივი მკვიდრი არ არის, მას არც ესმის და არც სტკივა იქაური სატკივარი. იქ სწორედ და მხოლოდ ადგილობრივი ადამიანი უნდა იყოს არჩეული ადგილობრივების მიერ. სწორედ ასე უნდა მოხდეს საქართველოს ყველა (რამდენიმე ათას) სოფელში, თუ თემში, არჩევნები, რაც იქნება სახელმწიფოს მშენებლობის უმტკიცესი ფუნდამენტი. განსაკუთრებული შემთხვევაა დედაქალაქის მერის არჩევნები. (ამას მერე ჩავამატებ) თუმცა, იურიდიულად და თეორიულად დასაშვებია ჩასული კაცის წამოყენებაც კანდიდატად, თუ მოსახლეობის სურვილი იქნება. პოლიტიკური გადაწყვეტაა საჭირო ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეებით დასახლებული თვითმმართველობის ერთეულებში. ამიტომ, ამ საკითხს აქ არ შევეხებით.

იმისათვის, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდეს, საარჩევნო კომისია უნდა იყოს ობიექტურად დაკომპლექტებული. ობიექტურობისთვის საჭიროა, რომ კონკრეტული საარჩევნო კომისია შეირჩეს იმავე საზოგადოებიდან და იმავე საზოგადოების მიერ, რომელმაც უნდა აირჩიოს ხელმძღვანელი. საარჩევნო კომისიების ყველაზე ქვედა რგოლში, - საარჩევნო უბანში, კომისიის წევრების არჩევა შემდეგნაირად შეიძლება  მოხდეს: მაგალითად, სოფლის შემთხვევაში პარიტეტის, თანასწორობის დაურღვევლობის გამო მიზანშეწონილად მიგვაჩნია თითო უბნიდან დასახელდეს უბნის ნდობით აღჭურვილი თითო კანდიდატი. დასახელებულ რამდენიმე (კენტი) კანდიდატს შორის ერთმანეთში მოხდება ხელმძღვანელის, ანუ საუბნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა. ეს შეიძლება ფარული, სულაც ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი მაგალითის მსაგავსად, კანდიდატის დასახელების გარეშე ყველამ დაწეროს თავისი რჩეულის გვარი, ან ეს შეიძლება ღია ფორმითაც მოხდეს, თუ არ არის დაპირისპირება და კონფლიქტური სიტუაცია.

ამ საარჩევნო კომისიის მიერ მოხდება არჩევნების ჩატარება აღნიშნულ უბანში არსებული წესის მიხედვით. ესაა ერთ-ერთი ვარიანტი, თუმცა დახვეწაც შეიძლება. ჩვენ მხოლოდ დემოკრატიულ პრინციპებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში.

გადავიდეთ მთავარზე, პოლიტიკაზე, ანუ ბალავარის შემდეგ ცოკოლი ამოვიყვანოთ და სოფლების საარჩევნო კომისიებიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე ავიდეთ, რითაც დავხურავთ არჩევნების პროცედურის ერთ-ერთ მთავარ სეგმენტს.

ვინ უნდა იყოს საარჩევნო კომისიის წევრი? როგორ დავაკომპლექტოთ კომისია?

დღევანდელი წესის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დაკომპლექტებაზე ზემოთ მოგახსენეთ. ეს უკანასკნელი ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, საოლქო საარჩევნო კომისია კისაუბნო საარჩვენო კომისიის წევრებს. რაც არადემოკრატიულია, რადგან კომისია იმის მხარესაა, ვინც ის დანიშნა. ამიტომაც ვღებულობთ ყოველთვის მთავრობის სასურველ შედეგებს, რადგან მთავრობის მიერ დაკომპლექტებული ცესკო ვერტიკალით ნიშნავდა თავის სასურველ კანდიდატურებს, რასაც დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. შუახნისა და უფროს თაობას ახსოვს ცნობილი სიტყვები, - “იგებს ის, ვინც ხმებს ითვლის”. არადა უნდა მოიგოს იმან, ვინც ხმები მიიღო, და არა იმან, ვინც ხმები ”დათვალა”.

დემოკრატიის პრინციპებზე თუ ვსაუბრობთ, თვითონ საარჩევნო კომისია უნდა აირჩეს (კი არ დაინიშნოს) პირველ რიგში და ეს მთელს ქვეყანაში ერთდროულად დაიწყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევით, დაახლოებით ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი ფორმით. არჩეული წევრები კი აირჩევენ თავმჯდომარეს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები აირჩევენ თავინთი რიგებიდან საოლქო კომისიის თავმჯდომარეს. საოლქო კომისიის წევრები, ასევე, საუბნო კომისიის რიგებიდან უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო საუბნო კომისიის წევრების შევსება მოხდება ახალი წევრებით, იგივე წესით, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარისაოლქო კომისიის თავმჯდომარეები თავიანთი რიგებიდან აირჩევენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ რაოდენობას, რასაც საჭიროება მოითხოვს - 11-15 კაცის შემადგენლობთ. დღეისათვის საარჩევნო კოდექსის მიხედვით ცესკო 13 წევრისაგან შედგება. ეს უკანასკნელი კი თავისი რიგებიდან აირჩევს თავმჯდომარეს.

ვფიქრობთ, სამართლიანი იქნება თუკი რეგიონებში არსებული საოლქო კომისიის თავმჯდომარეები შეარჩევნ თითო წევრს თავიანთი რიგებიდან. ეს იმიტომაც არის მიზანშეწონილი, რომ ისინი თავიანთ რეგიონებს კურირებასაც გაუწევენ არჩევნების დროს და უფრო ადვილად შეძლებენ ადგილებზე ურთიერთობებს. მეორეს მხრივ, ხელისუფლებას არ ექნება მათზე ზემოქმედების ბერკეტები. ბუნებრივია, იქნება მცდელობა, რომ აქაც მონახონგამოსავალი”, მაგრამ გონივრული და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა იზრუნონ ამ ანტისახელმწიფოებრივი ქმნედების გასანეიტრალებლად.

სახელმწიფოებრივ აზროვნებაში ჩვენ ვგულისხმობთ აზროვნებას, როდესაც ადამიანი ფიქრობს არა პირადმე”-ზე, არამედ ქვეყნის ბედზე, საზოგადოებაზე. მით უფრო, არჩეული ადამიანი ვალდებულია ბევრი პირადული დათმოს იმ საზოგადოების სასარგებლოდ, რომელმაც ის აირჩია. იყო რჩეული და არჩეული, ეს პირველ რიგში ღირსების საკითხი უნდა იყოს, (და არა ფულის მოხვეჭის) რადგან ის ამ საზოგადოების სახე ხდება არჩევის დღიდან. არჩეული ადამიანი ხევისბერი გოჩასავით უნდა იყოს პასუხისმგებლიანი და სამართლიანი. ვისაც ესმის, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა პირველ ყოვლისა, რადგან ადამიანები თავიანთი ბედის რაღაც ნაწილს განდობენ გარკვეული დროით. ეს მძღოლის პასუხისმგებლობას ჰგავს, რომელიც მართავს ავტომანქანას, სადაც რამდენიმე, თუნდაც ერთი ადამიანი უზის გვერდით. თუ მძღოლმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ხრამში გადაიჩეხა ან შემხვედრ ავტომობილს დაეჯახა, აქ მისი მგზავრიც ხომ მისი შეცდომის მსხვერპლი ხდება.

ამიტომ, დიდი სიფრთხილეა საჭირო წინამძღოლის არჩევისას, მათ შორის უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების არჩევისას. ვფიქრობ, ისევ აქტუალური ხდება ლოზუნგი - მთელი ძალაუფლება ხალხს!” ამზე მეორე ნაწილში ვისაუბრებ უფრო დეტალურად.

იმედი გვაქვს, რომ მკითხველი სწორად გაიგებს ჩვენს გუწრფელ სურვილებს და ჩვენც აბრაამ ლინკოლნის სიტყვებით დავასრულებთ დღევანდელ წერილს: იმედი მაქვს, თქვენ მე გამიგეთ.”

ღმერთი გფარავდეთ მკითხველო, თქვენ და სრულიად საქართველოს!

ლოიდ ქარჩავა

04.07.2013. 

29 ივლისი 2017წ

დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპები (II ნაწილი)

(ნაწილი II: მთელი ძალაუფლება ხალხს!)

გაგრძელება,

დასაწყისი იხ. ჟურნალის 2013 წლის მე-2 ნომერში.

ჟურნალის წინა ნომერში ჩვენ საუბარი გვქონდა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, საარჩევნო კომისიების წევრთა დაკომპლექტების დემოკრატიულ პრინციპებზე. ამჯერად კიჩვენი სურვილიამკითხველსა და ქართულ საზოგადოებას შევთავაზოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის ზოგიერთი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ბერკეტების შემოღება, ავხსნათ და წარმოვაჩინოთ მისი მეცნიერული საფუვლები. თუ როგორ და რა ფორმით, რა დოზით შეიძლება, მართოს ხალხმა სახელმწიფო. საკმარისია თუ არა დემოკრატიის დღეისათვის არსებული ფრომები და საშუალებები რეალური დემოკრატიისათვის. თუ არამაშინ რა უშლის ხელს და როგორ შეიძლება  ამ პრობლემების დაძლევა?

მოკლედ გავიმეორებთ წინა, I ნაწილში, მოყვანილ `დემოკრატიის~ განმარტებას:

თანამედროვე გაგებით დემოკრატია ესაა სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკლრატიის უმთავრესი მოთხოვნააარჩევითობა და მოკლევადიანობა.

კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღება ტერმინ `დემოკრატიის~ განმარტებას - `სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით.~

აქ საინტერესოა უინსტონ ჩერჩილის სიტყვების მოხსენიება, რომელიც ამბობს: `დემოკრატია მმართელობის საუკეთესო ფორმა არ არის, მაგრამ კაცობრიობას ჯერ უკეთესი არ მოუგონია~-. დიახ, დემოკრატიული მართვა შეცდომის დაუშვებლობას არ გამორიცხავს, მაგრამ ეს შეცდომაც კი საზოგადოების ერთობლივი პასუხისმგებლობით იქნება დაშვებული. თუმცამეტად სავარაუდოა, რომ შეცდომები ნაკლები იქნება.

არგუმენტები:

რა საფუძველი გვაქვს  ვიფიქროთრომ რეალური ძალაუფლების ხალხის, საზოგადოების ხელში გადასვლის შემთხვევაში ნაკლები შეცდომები იქნება დაშვებული?

დავიწყოთ იმით, რომ პირადი დაკვირვებითა და მონაწილეობით ბოლო 20-23 წლის მანძილზე მივედი იმ დასკვნამდე (და ეს მარტო ჰიპოთეზა არ არის, არამედ გამყარებულია უამრავი უტყუარი ფაქტობრივი მასალებით), რომ ხელისუფლება უმეტეს შემთხვევაში შეცდომას კი არ უშვებს, არამედ დანაშაულს ჩადის ქვეყნის, საზოგადოებისა და პიროვნებების წინაშე. სქემა არის ასეთი: დემოკრატიის სახელით ავანტიურისტები, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ, ხელისუფლების უზურპაციას ახდენენ, ხოლო  ხელისუფლებაში მოსვლის მერე სახელმწიფოსა და  და ხალხის სახელით საკუთარ თავზე ირგებენ  კანონებსა და ყველა ნორმატიულ აქტებსრათა გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი.

1992 წლიდან  მოყოლებული საქართველოში ეროვნული მთავრობა არ გვყოლია, პირველ რიგში, პირველი პირები, რომლებიც ლამის მონარქის (უცხო სახელმწიფოს მარიონეტი, მაგრამ მაინც) უფლებით სარგებლობდნენ და მოქმედებდნენ. ისინი განა შეცდომებს უშვებდნენ? არ იცოდნენ რას აკეთებდნენ? მაშინ რისი პოლიტიკოსი ხარ? არა, მათ ყველაფერი კარგად იცოდნენ, ღებულობდნენ ინსტრუქციებს უცხო ქვეყნიდან თუ ქვეყნებიდან და ყველაფერს ზედმიწევნით აკეთებდნენ გარეშე ძალების დავალებების შესასრულებლად, საკუთარი ფინანსური ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ოღონდ ამას აკეთებდნენ დემოკრატიის საფარქვეშ, ხალხის სახელით. ეს იყო უზურპატორების ხელისუფლება თუ არ გამოვრიცხავთ ზოგიერთ პატიოსან მაღალჩინოსანს და სახელმწოფო აპარატს, რომელის საარსებო საშუალების მიღების მიზნით ემსახურებოდნენ ქვეყანას, თუმცა ხშირად, ალბათ, ბრმა იარაღიც კი იყვნენ უზნეო ხელმძღვანელებისათვის.

ჩვენი მსჯელობის ობიექტი კონკრეტული პიროვნებები არ გახლავთ, არამედ არსებული სამართლებრივი ბაზის ფუნდამენტალური საფუძვლების მახინჯი ფორმებისა და პრინციპების მხილება, მისი გამოსწორებისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო და სხვა სამართლებრივი ცვლილებების აუცილებლობის დასაბუთება.

რომ ყოფილიყო რეალური დემოკრატია, რომელიც იშვიათობაა დღევანდელ მსოფლიოში, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც არის სხვადასხვა დოზით, მაშინ ისინი ამას ვეღარ გაბედავდნენ, თუ გაბედავდნენ და მალევე დაკარგავდნენ თანამდებობას.

ჩვენი მოწოდებაა - `მთელი ძალაუფლება ხალხს!~, ხოლო იმისათვის, რომ მთელი ძალაუფლება გადაეცეს ხალხს, საჭიროა მას მიეცეს შემდეგი უფლება: ხალხს უნდა შეეძლოს ნებისმიერ დროს ნებისმიერი თანამდებობის პირის გადაყენების, ვინც საჯარო სამსახურში მუშაობს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ხოლო თუ არჩეულია, მისი გადარჩევის უფელბა, დაწყებული პრეზიდენტიდან და დამთავრებული დამლაგებლით. აქ იგულისხმება ხელისუფლების ყველა შტო: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება.

ჩვენთან, საქართველოში, დემოკრატიის პრინციპი, ერთის მხრივ, აღიარებულია კონსტიტუციითაც კი, მაგრამ მეორეს მხრივ, დაბლოკილია იმავე კონსტიტუციით.

მაგალითად: კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1 პუნქტში ვკითხულობთ: `საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი.~ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ფორმულირება. მარტო წყარო არაფერია, აქ უფლებებიც უნდა ჩანდეს. მაგალითად, ასეთი დასასრულით: `. . . რომელიც ირჩევს და გადაირჩევს, საჭიროების შემთხვევაში კი ათავისუფლებს თანამდებობიდან ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას~.

ავხსნათ სახელმწიფო მოხელეების იდეოლოგიური საფუძვლები:

რატომ ვირჩევთ ან რატომ ვნიშნავთ სახელმწიფო მოხელეებს? იქნებ არ არის საჭირო და ყველამ ვაკეთოთ რაც გვინდა? მაგრამ ეს ხომ ქაოსი იქნებოდა! მოდით, გავაუბრალოოთ ეს საკითხი, რადგან ამ სტატიის მიზანია არა მარტო მეცნიერთა და სახელმწიფო მოხელეთათვის სიტუაციის ახსნა, რომელთა დიდმა უმრავლესობამ ისედაც იცის ეს ყველაფერი, არამედ ნებისმიერი ჩვეულებრივი მოქალაქისთვისაც რომ იყოს გასაგები, თუ რაზეა საუბარი და რის ახსნას ვაპირებთ.

როდესაც ადამიანთა ჯგუფი შეიკრიბება და გადაწყვეტენ რაიმე საქმის ერთობლივად განხორციელებას, ისინი ირჩევენ დროებით ხელმძღვანელს, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ის ამ ჯგუფში ყველაზე უკეთესია. საქმისა და ადამიანთა ჯგუფის ხელმძღვანელობა დავალებაცაა, შესაბამისად, ვალდებულებაც და პასუხისმგებლობაც. შეიძლება ამ ჯგუფმა გარკვეული თანხის აკრეფვა დაავალოს აღნიშნულ დროებით ხელმძღავნელს, შეიძლება ამ ფულით სხვა ქალაქში წასვლა და რაღაცის ჩამოტანა დაავალოს, რაც ყველა ამ საქმეში მონაწილის ინტერესებშია. ანუ, აქ ხდება ამ ჯგუფის თითოეული წევრის მიერ თავიანთი უფლებამოსილების ამ ერთი პიროვნებისათვის დელეგირება, გადაცემა. სწორედ ამგვარ დელეგირებას ვახდენთ ჩვენ არჩეულ პრეზიდენტზე, დეპუტატზე და .. პირდაპირ თუ ირიბად ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეზე, რომლებმაც ჩვენი ინტერესები უნდა დაიცვან, რისთვისაც ჩვენ ვაგროვებთ გარკვეულ თანხებს სხვადასხვა გადასახადების სახით. მაგ,; საშემოსავლო, მოგების, დღგ, აქციზი და ..

ჩვენს მიერ მოტანილ მაგალითში,  (პირველ ნაწილში ჩვენ მოტამილი გვქონდა სააქციო საზოგადოების მაგალითი) თუ გჯუფის მიერ არჩეული პირი არ შეასრულებს ჯეროვნად მისთვის მინდობილ სამუშაოს, შეიკრიბება ეს ჯგუფი და გადაირჩევს, ხოლო თუ ზარალი მიაყენა საერთო საქმეს, - აანაზღაურებინებენ მას და .. იგივე პრინციპი მოქმედებს სახელმწიფოს შემთხვევაშიც, უბრალოდ აქ მასშტაბებია გაცილებით დიდი და შესაბამისად, საკითხები და მიმართულებებიც განუზომლად ბევრია. ამიტომ, შემსრულებელიც და მაკონტროლებელიც ხალხის სახელით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, თუ ხალხი ეჭვს გამოთქვამს მაკონტროლებელი ორგანოს გადაწყვეტილებების მართლზომიერებაში, კეთილსინდისიერებაში, მაშინ ხალხს, ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას, სრული უფლება აქვს თანამდებობის პირის მიმართ დააყენოს მინიმუმ უნდობლობის საკითხი. შემდეგი მსჯელობის საკითხია მისი დასჯა, დაჯარიმება და ..

დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებზე საუბარი არჩევნების ჩატარების დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბებით იმიტომ დავიწყეთ (იხ. ჟურ. `ახალი ეკონომისტი~, #2, 2013.), რომ სწორედ არჩევნებით იწყება ხალხის მოტყუების პირველი ეტაპი, სადაც ხელოვნურად გაჰყავთ სასურველი კანდიდატები (პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები. . . ), რომლებიც წერენ მათთვის სასურველ `კანონებს~ და სათითაოდ გვანადგურებენ, თუკი წინ გადავეღობეთ სიმართლის თქმითა და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. ამიტომ, უპირველესი მოთხოვნა უნდა იყოს კონსტიტუციური ცვლილება, სულ რაღაც ერთი მუხლის ჩასწორება და მის შესაბამისობაში სხვა მუხლისა და ნორმატიული აქტების მოყვანაა საჭირო, პირველ ეტაპზე. ესაა კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1 პუნქტი, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმულირებით:

`მუხლი 5.

1. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, რომელიც უფლებამოსილია აირჩიოს და გადაირჩიოს, საჭიროების შემთხვევაში კი გაათავისუფლოს თანამდებობიდან ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას~.

პრეზიდენტი, რომელიც უარს იტყვის აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, ხალხისათვის პრეზიდენტის გადარჩევის უფლების მიცემაზე, ის პრეზიდენტი უზურპატორია.

პარლამენტარი, რომელიც უარს იტყვის საკონსტიტუციო ცვლილებაზე იმის შესახებ, რომ პარლამენტის წევრი შეიძლება გადარჩეულ იქნეს ამომრჩველის მიერ ნებისმიერ დროს, ამომრჩეველთა უბრალო უმრავლესობით, გამოდის, რომ ისიც უზურპატორია.

იმისათვის, რომ ქვეყანაში, კერძოდ კი საქართველოში, დავამყაროთ რეალური დემოკრატია, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, პირველ რიგში კონსტიტუციაში შესაცვლელია რიგი მუხლები, მხოლოდ დემოკრატიული მართვის პრინციპებიდან გამომდინარე. (საერთოდ კი ბევრი მუხლია შესაცვლელი) ესენია:

1. მუხლი 5. Pუნქტი 1., რაზედაც უკვე ვისაუბრეთ;

2. მუხლი 52,  პუნქტი 1. სადაც წერია: `საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია.~

ჯერ ერთი საკითხავია, რას გულისხმობს `თავისუფალი მანდატი~, როცა ის ხალხის მანდატით, ხალხის რწმუნებულებით არის შესული. `თავისუფალი მანდატი~? რაუფლის რწმუნებულია? მეორეც, `მისი გამოწვევა დაუშვებელია~-, არჩევა თუ შეიძლება გადარჩევა რატომ არ შეიძლება?, მაგრამ სწორედ აქ არის `ძაღლის თავი~ დამარხული, სწორედ რომ საკუთარ ინტერესებზეა მორგებული ყველაფერი. დავაკვირდეთ ინტერესთა ჯაჭვს: საარჩევნო კომისიას ნიშნავს, (ვითომ `ირჩევს~), პრეზიდენტი და პარლამენტი, საარჩევნო კომისია კი `ირჩევს~ პრეზიდენტსა და პარლამენტს, დიახ საარჩევნო კომისია `ირჩევს~, ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, იმდენ ქულას უწერს მისთვის სასურველ კანდიდატებს, რომ გაიმარჯვონ, ეს უკანასკნელნი კი `კანონებს~ ისე `აცხობენ~, როგორც მათ აწყობთ: `თავისუფალი მანდატი~, `გაწვევა დაუშვებელია~ და .. ინიშნავენ მაღალ ხელფასებს, ლობირებენ საკუთარ ბიზნესებს და .. ამიტომაც არის მთელი 20 წელზე მეტი წლის მანძილზე ერთი და იგივე სახეები, რომლებიც სათავისოდ ირგებენ კანონსაც, ცესკოსაც, თანამდებობასაც და .. აბა დაინტერესდით და მოიკითხეთ როგორ ცხოვრობენ ისინი, სად დადიან, რითი ერთობიან. . .

ერთ-ერთ ტელე-გადაცემაში ითქვა, რომ `ნაციონალური მოძრაობის~ ერთ-ერთმა ლიდერმა იურისტებს დაავალაო: მე არ ვარ იურისტი, მაგრამ გავალებთ, კანონები ისე დაწეროთ, რომ მინიმუმ 5 წელი ჩვენ ვიყოთ ხელისუფლებაშიო. ეს რამდენად სიმართლეა, არც უარყოფა შეგვიძლია და არც დადასტურება, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მათი ხელისუფლების ქმედებები, ცვლილებები კონსტიტუციასა და კანონებში, სწორედ ამისკენ მიუთითებს.

3. მუხლი 75.

ვნახოთ დღეისაათვის (2013 . სექტემბერი) მოქმედი კონსტიტუციის მიხედვითრა შემთხვევაში შეიძლება პრეზიდენტის გადარჩევა ან გადაყენება.

`მუხლი 75

1. საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუვალია. თანამდებობაზე ყოფნის დროს არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

2. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პარლამენტს კონსტიტუციის 63- მუხლითა და ორგანული კანონით დადგენილი წესით შეუძლია თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი, თუ:

) კონსტიტუციის დარღვევა დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით;

) სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს დასკვნით.~ 

ჩვენი კომენტარი: საკონსტიტუციო სასამართლო და უზენაესი სასამართლო, ორივე პრეზიდენტის დანიშნულია. არც ერთი მას არ გასწირავს.

ახლა ვნახოთ ფორმულირება, რომელიც ძალაში შევა 2013 წელს ახალი პრეზიდენტის არჩევის შმდეგ:

`[2. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია კონსტიტუციის 63- მუხლითა და კანონით დადგენილი წესით თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი.~

 ეს მუხლი ძალაში შედის 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. აღნიშნული ცვლილება შეტანილია 2010 წლის 15 ოქტომბერს.

ჩვენი კომენტარი: თუ ეს შესაძლებელია ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რატომ არ შეიძლებოდა ეს მუხლი ამოქმედებულიყო ამ ცვლილების მიღებისთანავე? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ მას (მიხეილ სააკაშვილს) არ აწყობდა. სხვა მოტივაცია არ არსებობს. მისი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ კი, ახალი პრეზიდენტის გადაყენების უფლება აქვს პარლამენტს, თუმცა `საკითხი დასკვნისათვის გადაეცემა უზენაეს სასამართლოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს~. პრინციპში ამ მუხლთან საკამათი არ გვექნება, თუ მიღებული იქნება ჩვენს მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებამუხლი 5, პირველი პუნქტი, ზემოთ ხსენებული ფორმულირებით და ამ პუნქტის შესაბამისობაში მოვა ყველა ის მუხლი და პუნქტი, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნულ ფორმულირებას.

დასასრულს, დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალურია ხალხის მიერ ძალაუფლების ხელში აღება, რადგან უნდობლობაა გამეფებული არა მხოლოდ ყოფილი ხესისუფლების მიმართ, არამედ მოქმედი ხელისუფლების მიმართაც და .. ოპოზიციური პარტიების მიმართაც, რაც ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული. ამდენად, მკაცრად უნდა დადგეს ორი უმთავრესი საკითხი:

1. ლოზუნგით - `მთელი ძალაუფლება ხალს!~ უნდა მოვითხოვოთ საკონსტიტუციო ცვლილება (მუხლი 5 პუნქტი 1)  ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფორმულირებით;

2.  საარჩევნო კოდექსი უნდა გამარტივდეს და  კომისიის წევრების არჩევა მოხდეს ადგილზე ჩვენს მიერ შემოთავაზებული სქემის მიხედვით. (ჟურ. `ახალი ეკონომისტი~, #2 2013, გვ. 5-8)

აჯერადაც `იმედი მაქვს, თქვენ მე გამიგეთ.~

ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს!

 

ლოიდ ქარჩავა

29.09.2013.

26 ივნისი 2017წ

ტრამპის ტრიუმფი: მხარდამჭერთა დემოგრაფიული პორტრეტი და გამარჯვების ძირითადი ფაქტორები



ამერიკამ 8 ნოემბერს დონალდ ტრამპი ქვეყნის ორმოცდამეხუთე პრეზიდენტად აირჩია.  ის უკვე ღებულობს მილოცვებს, აყალიბებს თავის ადმინისტრაციას და ემზადება მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის ხელმძღვანელობისათვის. ამავე დროს, არაპირდაპირი საარჩევნო სისტემა გულისხმობს აშშ-ში ყოველი ნაკიანი წლის პირველი ორშაბათის მომდევნო პირველ სამშაბათს მხოლოდ ამრჩევთა კოლეგიის წევრების არჩევას პრინციპით: „შტატში გამარჯვებულ კანდიდატს მიაქვს შტატის ყველა ამრჩევის ხმა“.

სწორედ ამ ამრჩევთა კოლეგიამ 19 დეკემბერს, უნდა აირჩიონ პრეზიდენტი. ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ამრჩევები ხმას კოლეგიის სხდომაზე სწორედ იმ კანდიდატს აძლევენ, რომელმაც მოცემულ შტატში ამომრჩევლის ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ამიტომ სრულებითაც არ არის აუცილებელი, რომ მთელი ამერიკის მასშტაბით გამარჯვებულ კანდიდატს ამომრჩეველთა უმრავლესობამ დაუჭიროს მხარი - მთავარია, როგორ გადანაწილდება ამრჩევების ხმები.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც დამარცხებულმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპს 1322.1 ათასი ხმით აჯობა (შესაბამისად: კლინტონი - 62.5 მლნ. ხმა, ტრამპი - 61.2 მილიონი ხმა). მიუხედავად ამისა, ტრამპს ამრჩევთა კოლეგიაში დაბევებული აქვს 306 ამრჩევის ხმა (56.88%), მაშინ როდესაც კლინტონს - მხოლოდ 232 ხმა (43.12%). უკანასკნელად ასეთი ვითარება, როდესაც პრეზიდენტი გახდა პირი, რომელმაც ამომრჩეველთა ნაკლები ხმა მიიღო, იყო 2000 წელს, როდესაც ჯორჯ ბუშს უფრო მეტი ამრჩევი შეხვდა, ხოლო მის კონკურენტ ელ გორს ამომრჩევლის მეტი ხმა ერგო (543.9 ათასით მეტი ხმა). იმ წელს ფლორიდის შტატში მიღებული ხმებით, რომელიც ამრჩევთა კოლეგიაში 25 წევრის წარდგენას განსაზღვრავდა, ელ გორმა  სულ რაღაც 537 ხმით წააგო და ეს ხმები დაეხმარა ჯორჯ ბუშს, მიეღწია 5 კაციანი უპირატესობისათვის ამრჩევთა კოლეგიაში (271/266-ზე) და ამის საფუძველზე - ამერიკის პრეზიდენტობისათვის.

 (საერთოდ, აშშ პრეზიდენტად იმ კანდიდატის არჩევა, რომელმაც ხმების სხვაზე ნაკლები რაოდენობა მიიღო, უკვე მეხუთედ ხდება. -   ასეთსავე სიტუაციას ჰქონდა ადგილი, 2016 წლის გარდა, როგორც უკვე ითქვა, 2000,  აგრეთვე 1888, 1876 და 1824 წლებში).

პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნები მრავალმხრივ იყო საინტერესო, არაპროგნოზორებადი და შეიძლება თქვას, უნიკალურიც. - აქ მხედველობაში არ გვაქვს, რომ პრეზდენტად ხდება ადამიანი, რომელსაც მანამდე სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის არავითარი გამოცდილება არა აქვს, რომ ის არის მილიარდერი, რომ ქორწინებაში მესამედ იმყოფება, რომ მეუღლედ ყავს სხვა ქვეყანაში დაბადებული პირველი ლედი (ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა 1824 წლის შემდეგ), რომ წინასაარჩევნო პერიოდში მას უპირისპირდებოდა არა მარტო დემოკრატიული პარტიის, არამედ საკუთარი, რესპუბლიკური პარტიის მმართველობის დიდი ნაწილი...

მთავარი ტრამპის გამარჯვებაში არის ის, რომ ეს ფაქტობრივად იყო კონსერვატორულ ფასეულობებზე ორიენტირებული ამერიკის გამარჯვება ამ ქვეყნის ე.წ. ლიბერალურ ძალებზე. ამიტომ შეიძლება თამამად ვუწოდოთ მას „კონსერვატორული რევოლუცია“ (ან „კონსერვატორული კონტრრევოლუცია“). არჩევნების შედეგებმა კარგად აჩვენა სერიოზული დაპირისპირება და პოლარიზაცია ამერიკული საზოგადოების შესაბამის (კონსერვატორულ და ე.წ. ლიბერალურ ფასეულობების მიმდევარ) ძალებს შორის. შეინიშნება წყალგამყოფი ზოლი და ამომრჩეველთა პოლარიზაცია ფასეულობების, აღმსარებლობის, რასისა და, გეოგრაფიული განფენილობის, შემოსავლების დონისა და რიგი სხვა ნიშნების მიხედვით.

მაგალითად, კონსერვატორული ამომრჩევლების 81 პროცენტმა მხარი დაუჭირა ტრამპს, მაშინ როდესაც ჰილარი კლინტონის მხარდამჭერი აღმოჩნდა ასეთი ფასეულობის მატარებელ ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტი. მეორეს მხრივ, LGBT ამომრჩევლებიდან ჰილარი კლინტონის მხარდამჭერი აღმოჩნდა 78 პროცენტი, ხოლო ტრამპის მხარდამჭერი - 5.5-ჯერ ნაკლები (14%).

კონსერვატორობა, როგორც წესი,  მაღალ კორელაციაშია ასაკთან.  აშშ-ში, სადაც მედიანური ასაკი თითქმის 40 წელია, ეს მაჩვენებელი დემოგრაფიული ინდიკატორიდან არჩევნების პერიოდში ფაქტობრივად ელექტორალურ ინდიკატორადაც იქცა.40 წელზე უფრო ახალგაზრდათა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კლინტონს, 40 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობამ კი - ტრამპს. აშშ-ში, საქართველოსაგან განსხვავებით, ასაკობრივი მატების კვალობაზე  მატულობს შინამეურნეობათა შემოსავლებიც. 65 წელს გადაცილებულთა შორის სიღარიბის დონე საშუალო ამერიკულ დონეზე დაახლოებით 1.7-ჯერ დაბალია (- სიღარიბის 15.1 პროცენტიანი დონის პირობებში 65 წელს გადაცილებულთა შორის აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 9 პროცენტს შეადგენს). შესაბამისად, იმ ოჯახების უმრავლესობამ, ვისი შემოსავალიც 50 ათას დოლარამდე იყო წელიწადში, მხარი დაუჭირა კლინტონს, ხოლო ვისაც 50 ათას დოლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა - ტრამპს. კლინტონის მხარდამჭერი უპირატესად აღმოჩნდნენ დიდ ქალაქებში მაცხოვრებლები, ტრამპის მომხრეები კი - დიდი ქალაქების გარეუბნებისა და სოფელ ადგილებში მაცხოვრებლები.

კიდევ უფრო კატეგორიული იყო ლიბერალურ ამომრჩეველთა დამოკიდებულება პრეზიდენტობის კანდიდატებისადმი. - ტრამპის მხარეს დადგა ლიბერალურ ამომრჩეველთა მხოლოდ 10 პროცენტი, მაშინ როდესაც კლინტონის მხარეს - 84 პროცენტი.

კატეგორიულობა არ აკლდა პარტიული ნიშნით დაყოფილ ამომრჩევლების მიერ მიცემულ ხმებს: ტრამპს ხმა მისცა დემოკრატების 9 პროცენტმა (მამაკაცების 10% და ქალების  8%), ხოლო კლინტონს -  რესპუბლიკელი ამომრჩევლების  7 პროცენტმა (მამაკაცთა 6 პროცენტმა და ქალების 8 პროცენტმა).  ამასთან, თუ მოწინააღმდეგე პარტიის კანდიდატის მხარდამჭერ ქალთა რაოდენობა ორივე პარტიას თანაბარი ჰყავდა (8-8 პროცენტი), დემოკრატებს თითქმის 1.7-ჯერ მეტი „მოღალატე“ მამაკაცი აღმოაჩნდათ, ვიდრე რესპუბლიკელებს (შესაბამისად, ტრამპს ხმა მისცა დემოკრატი მამაკაცების 10 პროცენტმა  ხოლო ჰილარი კლინტონს - რესპუბლიკელი მამაკაცების მხოლოდ 6 პროცენტმა).  მთლიანობაში, გენდერული ნიშნით მამაკაცებმა უპირატესობა ტრამპს მიაკუთვნეს (53%), ხოლო ქალებმა - ჰილარი კლინტონს (54%). ამასთან, გენდერული ნიშნით  ოჯახური მდგომარეობის მიხედვით მხარდამჭერთა განსხვავება კიდევ უფრო საგრძნობი იყო. კლინტონს მხარი დაუჭირა დაქორწინებული მამაკაცების მხოლოდ 37 პროცენტმა, მაშინ როდესაც დონალდ ტრამპს- 58 პროცენტმა. სამაგიეროდ,დასაოჯახებელ ქალებში კლინტონი უდავო ფავორიტი აღმოჩნდა. - მას ხმა მისცეს ასეთი ამომრჩევლების 62 პროცენტმა, მაშინ როდესაც ტრამპს - მხოლოდ 33 პროცენტმა.

სერიოზული წყალგამყოფი ხაზი იქნა გავლებული ამომრჩეველთა შორის რასობრივი ნიშნის მიხედვითაც. - ჰილარი კლინტონი აშკარა ფავორიტი იყო შავკანიანებში (ამ რასობრივ ჯგუფში მისი მხარდამჭერთა რაოდენობა 11-ჯერ აღემატებოდა ტრამპის მხარდამჭერთა რაოდენობას); აზიელებსა და ესპანურენოვან მოსახლეობაში ჰილარი კლინტონი ასევე გაცილებით პოპულარული აღმოჩნდა ტრამპთან შედარებით (2.2-ჯერ უფრო მეტი მხარდამჭერი თითოეულ ამ ჯგუფში). მაგრამ ეს ყოველივე არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისათვის - ამერიკის მოსახლეობის 72.4 პროცენტი თეთრკანიანია და მისი წონა და დამოკიდებულება გადამწყვეტი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. - დონალდ ტრამპს მხარი დაუჭირა ამერიკის თეთრკანიანი მოსახლეობის 58 პროცენტმა (მამაკაცების 63 და ქალების 53 პროცენტმა). შედარებისთვის: ტრამპის მომხრე იყო შავკანიანი მოსახლეობის მხოლოდ 8 პროცენტი, მათ შორის მამაკაცების 13 პროცენტი და ქალების მხოლოდ 4 პროცენტი.

შესაბამისად, ქრისტიანული ფასეულობებისადმი ერთგული ამომრჩევლებიდან ტრამპს გაცილებით მეტი მხარდამჭერი აღმოაჩნდა: პროტესტანტ ამომრჩევლებში ტრამპს 1.6-ჯერ, კათოლიკეებში - 1.2-ჯერ, ხოლო მორმონებში - 2.4-ჯერ მეტი მხარდამჭერი ყავდა, ვიდრე კლინტონს. ეს საეკლესიო წირვაში მონაწილეობის სიხშირეშიც აისახა. - მათ შორის, ვინც წირვას ყოველკვირეულად ან უფრო ხშირად ესწრება, ტრამპის მომხრეთა რაოდენობა თითქმის 1.5-ჯერ აღემატება კლინტონის მომხრეთა რაოდენობას. „სამაგიეროდ“, მათგან, ვინც არასდროს ესწრება წირვას, კლინტონის მხარდამჭერთა რაოდენობა 2-ჯერ აღემატებოდა ტრამპის მომხრეთა რაოდენობას (შესაბამისად, 62% და 31%).

იუდეური რელიგიის მიმდევრებს შორის ჰილარი კლინტონს  თითქმის 3-ჯერ მეტი მხარდამჭერი ყავს, ვიდრე დონალდ ტრამპს.

აშშ-ის თეთრკანიანი მოსახლეობა იმ პურიტანი პირველი თაობის ევროპელი კოლონისტების შთამომავალია, რომელმაც შექმნა და შეკრა სახელმწიფოდ ეს ქვეყანა. ბოლო ათწლეულებში გლობალიზაციის პროცესის პარალელურად მათი ინტერესები სულ უფრო უგულვებელყოფილი რჩებოდა. ამერიკელები მწარედ ხუმრობდნენ, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე დაუცველი ადამიანია აქ დაბადებული თეთრკანიანი, შრომისუნარიანი ასაკის, ნორმალური ორიენტაციის მამაკაცი, რადგანაც ყველა დანარჩენ კატეგორიას (ქალები, ბავშვები, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, იმიგრანტები და ა.შ.) აუცილებლად იცავს რაიმე ბილი ან კანონი. ამიტომაც იყო, რომ თეთრკანიანი მამაკაცების ფაქტობრივად 2/3-მა მხარი ტრამპს დაუჭირა და ამით ფაქტობრივად, განსაზღვრა საპრეზიდენტო არჩევნების ბედი.

ტრამპმა კრიტიკის მახვილი მიმართა მოქმედი საარჩევნო სისტემისადმი, რომლითაც  ამერიკის 1.8 მილიონი გარდაცვლილი მოქალაქე და ამერიკაში მცხოვრები, მაგრამ ამ ქვეყნის არამოქალაქეთა 14 პროცენტი შეყვანილი აღმოჩნდა ამომრჩეველთა სიაში.

ტრამპის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა გათვლილი იყო ელექტორატის იმ ნაწილზე, რომელიც ბოლო ათწლეულების მანძილზე გრძნობდა ბიუროკრატიისა კორუფციის ძალმომრეობას და საკუთარი ეკონომიკური და სოციალური უფლებების იგნორირებას. კერძოდ, მან დაასახელა რამდენიმე მიმართულება ღონისძიებებისა, რომლებიც მიზნად ისახავენ კორუფციასთან  და, რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, ხელისუფლებისა და ძალაუფლების შერწყმის წინააღმდეგ ბრძოლას. კერძოდ, მისი სამოქმედო პროგრამა ითვალისწინებს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა კონსტიტუციური შესწორება, რომლითაც შეიზღუდება კონგრესში არჩევის რაოდენობა; თეთრი სახლისა და კონგრესის თანამშრომლების თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ 5 წლით ლობისტობის აკრძალვა, თეთრი სახლის თანამშრომლებისათვის სიცოცხლის ბოლომდე სხვა სახელმწიფოთა ლობირების აკრძალვა, უცხოელი ლობისტებისათვის ამერიკული საარჩევნო კამპანიებისათვის სახსრების შეგროვების აკრძალვა და ა.შ.

გლობალიზაციამ და ეკონომიკური საზღვრების გახსნამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ამერიკის ეკონომიკას. ბევრი წარმოება გატანილ იქნა ამერიკის საზღვრებს გარეთ, მრავალი ამერიკის ბაზრებზე რეალიზებული სამომხმარებლო საქონლის სულ უფრო მზარდი ნაწილი უცხოური წარმომავლობისაა. ასეთი პოლიტიკის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია დეტროიტი - ერთ დროს ამერიკის საავტომობილო ინდუსტრიის ცენტრი, ინდუსტრიალიზაციის სიმბოლო, დღეს  უკვე სამჯერ შემცირებული მოსახლეობით, ქალაქი-ბანკროტი, მრავალი კრიმინალური ჯგუფის თავშესაფარი... ასეთ პირობებში ტრამპის პროგრამა გარკვეულწილად, ანტიგლობალიზმის ელემენტებსაც შეიცავს. - იგი აყენებს ჩრდილოამერიკული თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულების ძირფესვიანი გადასინჯვის საკითხს, გეგმავს აშშ-ის გამოყვანას წყნარი ოკეანის პარტნიორობის ხელშეკრულებიდან, მექსიკასთან სასაზღვრო კედელის მშენებლობას, ჩინეთის სავალუტო სპეკულიანტად გამოცხადებას...  ყოველივე ეს ტრამპმა წარმოაჩინა ამერიკის ეკონომიკაზე  და ამერიკის მოქალაქეებზე ზრუნვის ფაქტორებად.  მაგრამ ამავე დროს, გადამწყვეტი წვლილი ტრამპის გამარჯვებაში შეიტანა მისმა დაპირებებმა საგადასახადო შეღავათების, რეალური სექტორის, მათ შორის სათბობ-ენერგეტიკული სექტორის განვითარების, კაპიტალის რეპატრიაციის თაობაზე და სხვა.

ტრამპის პროგრამა ითვალისწინებს საშუალო ოჯახის გადასახადების 35-პროცენტიან შემცირებას, კომერციულ საქმიანობაზე გადასახადის 35-დან 15 პროცენტამდე კლებას, აშშ-ში უცხოეთიდან ამერიკული კაპიტალის რეპატრირების შემთხვევაში 10-პროცენტიანი გადასახადის გაუქმებას, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების ამოქმედებას, მათ შორის ყოველგვარი შეზღუდვების მოხსნას ამერიკული ენერგეტიკული რეზერვების მოძიებისა და დამუშავებისათვის, მაღალი სატარიფო ბარიერების შემოღებას  ქვეყნიდან წარმოების გატანაზე, სამუშაო ადგილების შეთავაზებას, პირველ რიგში, ამერიკის მოქალაქეებისათვის, ქვეყნიდან არალეგალური იმიგრანტების გაძევებას და სხვ.

ყოველივე ეს, წინადადებათა პაკეტი მიმართული იყო სწორედ თეთრკანიანი მოსახლეობისადმი, რომელმაც ყველაზე მეტად იწვნია წარმოების ქვეყნის გარეთ გატანითა და უმუშევრობით გამოწვეული დისკომფორტი. ასეთი ადამიანების განწყობილებას განსაკუთრებით მოესალბუნა ტრამპის დაპირება ქვეყანაში  უახლოესი 10 წლის მანძილზე 25 მილიონი დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნის თაობაზე. ფაქტობრივად, ტრამპმა კარგად აუღო ალღო ამერიკელი მოსახლეობის დიდი ნაწილის განწყობილებას და წარმატებით გამოიყენა იგი თავისი გამარჯვებისათვის.

მართალია, ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებიდან ყველაფერი „ერთი ერთზე“  არ უნდა იქნას მიღებული. ცნობილი თეზა, რომ „ყველაზე მეტად ტყუიან არჩევნების წინ, ომის დროსა და ნადირობის შემდეგ“, დღემდე არავის უარყვია. თანაც, ერთია, წინასაარჩევნო ბრძოლებში, კონკურენტის დამარცხებისა და საკუთარი გამარჯვებისათვის აჟიტირებული კანდიდატის გაკეთებული განცხადება და მეორეა ხელისუფლებით აღჭურვილი სახელმწიფოს ხელმძღვანელის მოქმედების ალგორითმი. ამიტომ უნდა დაველოდოთ. - არაორდინალური პრეზიდენტი თავის სამოქმედო პროგრამის განხორციელებას მხოლოდ 2017 წლის 20 იანვარს დაიწყებს...

 

„საქართველოს რესპუბლიკა“,

2016 წლის 22 ნოემბერი

26 ივნისი 2017წ

ეკონომიკური საკითხები საქართველოს პატრიარქის გზავნილებში

ekonomikuri sakiTxebi saqarTvelos patriarqis gzavnilebSi

(saqarTvelos kaTolikos-patriarq ilia meoris

saSobao da saaRdgomo epistoleebis mixedviT)

saqarTvelos eklesiis saWeTmpyrobeli ilia meore ukve TiTqmis oTxi aTeuli welia ara marto saTaveSi udgas saqarTvelos avtokefalur eklesias, aramed warmoadgens qveynis upirveles moralur avtoritets, pirovnebas, romelsac udidesi wvlili miuZRvis saqarTvelos damoukideblobis mopovebisa da ganmtkicebisaTvis qarTveli xalxis mobilizebaSi, misi erovnuli energiis swori, RvTisTvis misaRebi gziT warmarTvaSi. igi dReisaTvis erTaderTi pirovnebaa marTlamdideblur samyaroSi, romelmac ara marto gamoatara, gamoarida sakuTari xalxi, samwyso totalur aTeizms, STabera da gaaZliera misi  rwmena, aramed mniSvnelovani wvlili Seitana damoukidebeli saxelmwifos mSeneblobasa da am qveynis Tanamedrove msoflio civilizaciaSi Rirseuli adgilis damkvidrebaSi. mis sityvas, qadagebas udidesi mniSvneloba aqvs da ara marto Cveni qveynis marTlmadidebeli mrevlisaTvis, aramed sxva konfesiis warmomadgenlebisaTvis, sazRvargareTis saxelmwifoTa xelmZRvanelebisa da oficialuri pirebisTvis.

gansakuTrebuli aRniSvnis Rirsia is saaRdgomo da saSobao epistoleebi, romlebiTac saqarTvelos patriarqi weliwadSi orjer mimarTavs Tavis mrevls udidesi qristianuli dResaswaulebis dadgomasTan dakavSirebiT. aRniSnul epistoleebSi saeklesio cxovrebis sakiTxebTan erTad ganxilulia sazogadoebis materialuri da sulieri cxovrebis umniSvnelovanesi sakiTxebi, problemebi, romlebic awuxebs sazogadoebas da romelTa gadaWris gzebs igi Tavisi sulieri moZRvaris rCeviTa da locva-kurTxeviT eZebs. maTze saubrisas da qadagebisas patriarqi xSirad iSveliebs ara marto wminda wignis calkeul nawilebs, saeklesio avtoritetebisa da wmindanebis gamonaTqvamebs, aramed im adamianTa Sexedulebebsac, romlebmac Rrma kvali datoves msoflio civilizaciis, mwerlobisa da mecnierebis ganviTarebaSi, biznesis sferoSi (konfuci, platoni, sulxan-saba orbeliani, vaJa-fSavela,  hegeli, henri fordi,   jorj vaSingtoni,  ivane javaxiSvili, Salva nucubiZe, pavle ingoroyva, dimitri uznaZe  da mravali sxva).

am epistoleebSi Camoyalibebuli mosazrebebi erTdroulad aqtualuricaa, radgan exmianebian mocemuli momentisaTvis qveynisaTvis, „erisa da berisaTvis“ saWirboroto sakiTxebs, da maradiulic, radganac exebian adamianis rwmenisa da ufalTan damokidebulebis sakiTxebs misi qmedebis nebismieri, maT Soris ekonomikuri aspeqtiT ganxilvisas. isini Seicaven mkafio rekomendaciebs  adamianis adgilis, misi unar-Cvevebis gamovlenis realizaciis Taobaze axali,  globaluri ekonomikisa da axali teqnologiuri da mecnieruli miRwevebis pirobebSi.

patriarqis epistoleebSi saeklesio cxovrebis sakiTxebTan erTad tradiciulad didi yuradReba eqceva ekonomikis, ekonomikuri urTierTobebis, Sromis, warmoebisa da simdidris urTierTdamokidebulobisa da ganpirobebulobis sakiTxebs, maT mimarTebas sulierebasTan da rwmenasTan.

patriarqi gansakuTrebiT xazs usvams drois mniSvnelobas, mis  swrafwarmavlobas da misi racionalurad, gonivrulad, sikeTis sakeTeblad gamoyenebis aucileblobas. igi iSveliebs solomon brZenis naTqvams, „nu iqadi xualisa dRisaTs, rameTu ara uwyi, rasa Sobs Semomsuleli dRe“ (igav. 27, 1); xazs usvams, rom adamianma ar unda daxarjos dro wvrilmanebze, ar unda miejaWvos materialur samyaros (saSobao epistole, 1985), rom  „miwiersa da yoveldRiurze zrunvam ar unda dagvaviwyos suli da sulieri kultura, radgan usulod nebismierma miRwevam SeiZleba dakargos fasi da TviT adamianis sawinaaRmdegod miimarTos“ (saaRdgomo epistole, 1986). igi araerTgzis ubrundeba aRniSnul Temas, xazgasmiT aRniSnavs ra, rom  „ubeduria, vinc dros ar iyenebs da ar icis misi fasi. dakarguli fuli SeiZleba ipovo, darRveuli megobroba ganaaxlo, Seryeuli janmrTeloba aRidgino, SegiZlia iyido, gayido da kvlav iyido saxli, miwa, qoneba, magram ar arsebobs SesaZlebloba imisa, rom daibruno dakarguli dro. ver daibruneb verc erT wuTs, sikeTis qmnis gareSe uqmad Cavlils“. (saSobao epistole, 1991).

patriarqis gansakuTrebul yuradRebas uTmobs ekonomikas, da adamianTa Sromas, Sromis kulturis, eTikis, mniSvnelobas ara marto keTildReobisa da arsebobis uzrunvelyofis, aramed sulierebis kuTxiTac. Sromas igi ganixilavs adamianuri bednierebis pirobad -  „rodesac ufalma akurTxa adamis modgma ofliT TvisiT moepovebina puri arsobisa, es iyo ara dasja, aramed - dalocva“  (saSobao epistole, 1994). yvelanairi Sroma sapatioa, radganac „adamianis harmoniuli ganviTarebisaTvis aucilebelia rogorc inteleqtualuri, ise SemoqmedebiTi da fizikuri Sroma“ (saSobao epistole, 2010).  “sworad rom vicxovroT, fizikuri, inteleqtualuri da sulieri Sroma unda SevuTavsoT erTmaneTs” (saaRdgomo epistole, 2016).patriarqi Seagonebs mrevls, Tu „raoden sasiamovnoa SromiT daRla, Tu misi nayofi sikeTis momtania da sixaruls aniWebs sxvebs“ (saaRdgomo epistole, 1997). igi daufaravad acxadebs, rom mSoblebi, romlebic arideben, ar aswavlian Svilebs Sromas, Sromisadmi siyvaruls, am ukanasknelT daTvur samsaxurs uweven, didi borotebas Cadian, radganac maT cxovrebisaTvis moumzadebels toveben (iqve).

is, rom Sromis mizani da Sedegi marto keTildReobis miRweva ar aris da rom igi sulier ganviTarebasac, srulyofasac  uwyobs xels, rom Sromis yoveldRiur wesad miCneva Semoqmedma dagvisaxa, xazgasmulia patriarqis TiTqmis yovel epistoleSi.

gansakuTrebuli aRniSvnis Rirsia is garemoeba, rom dasaqmeba da Sroma  warmoadgens patriarqis zrunvis sagans ara marto sazogadoebis rigiTi wevrebisaTvis, aramed TavisuflebaaRkveTili pirebisa da patimrobidan gaTavisuflebuli adamianebisTvisac. igi pirdapir mimarTavs xelisuflebas: „kargi iqneba, cixeebSi Seiqmnas samuSao adgilebi, sadac isini SeZleben Tavisi niWisa da SesaZleblobebis gamoyenebas. realizebuli adamiani ki sazogadoebisaTvis nakleb saSiSia“ (saaRdgomo epistole, 2012). igi saero xelisuflebas imasac miuTiTebs, rom aucilebelia mimagrebis da sxva alternatiuli sasjelebis amoqmedeba im patimarTa mimarT, romelnic saSiS damnaSaveebs ar warmoadgenen.

mrevlisadmi mowodeba ar Semoifargleba mxolod Sromis mniSvnelobisa da siqvelis aRniSvniT. patriarqis mkafiod, calsaxad mouwodebs mrevls iniciativis gamoCenisaken. exlandeli Taoba aRar cxovrobs totalitarul sazogadoebaSi, romelSic yvelafers  xelisufleba wyvetda, xolo adamiani am gadawyvetilebis mxolod meqanikuri aRmsrulebeli rCeboda. Sesabamisad, axla sxva droa da kerZo iniciativis gareSe SeuZlebelia cxovreba (ix. saSobao epistole, 1999). 

gansakuTrebiTia misi mowodeba, mimarTva axalgazrdebisadmi: Tu Tqven srulad gamoavlenT Tqvens inteleqts, Tqvens gonebriv Tu fizikur SesaZleblobebs, sikeTis momtani iqnebiT qveynisaTvisac da sakuTari TavisTvisac (saSobao epistole, 1996). mowodeba calsaxaa: RvTisgan boZebuli niWis gamovleniT uzrunvelyaviT dovlaTis warmoeba da gamoxateT mzaoba sxvebis daxmarebisaken.

 patriarqi iZleva warmatebis formulasac: ar SeuSindeT marcxs. Tu erT saqmeSi ar gagimarTlaT, xeli mohkideT meores. kargad gaacnobiereT Tqveni SesaZleblobebi, SeiswavleT Tqvenive Tavi, nu iqnebiT sxvisi daxmarebis momlodine, gamoiCineT sazrianoba da warmatebas aucileblad miaRwevT. (ix. saSobao epistole, 1999). amasTan, igi aqcents akeTebs warmatebaSi, nebismieri problemis daZlevaSi  sakuTari Zalebis rwmenaSi, Sinagan mobilizaciaSi, SeupovrobaSi.„uSromelad miRebuli Tanxa baraqas ver gamoiRebs. daxmareba, investiciebi, kreditebi saWiroa, magram mTavari ar aris. mTavaria Cven TviTon daviwyoT Sroma...“ (saaRdgomo epistole, 2000). igi imowmebs ioane oqropiris naTqvams, rom Tavisi sizarmaciT zarmaci arRvevs RvTaebriv wesrigs da araraobad aqcevs Tavis yofas. dovlaTis Seqmnas da gacemas aqvs  mkafio pozitiuri Sedegi - dovlaTis Semqmneli da gamcemi  xeli carieli ar darCeba, „zarmacis xels siRaribe moaqvs, muyaiTisas ki - simdidre“ (igav. 10, 4). (saSobao epistole, 1995).

 patriarqis gansakuTrebuli yuradRebis sagans warmoadgens sofeli da soflis meurneoba. aRniSnulze cnobilia misi mosazrebebi saqarTvelos sasazRvro zolSi specialuri dasaxlebebis formirebis Taobaze. aseve didi yuradRebas uTmobs patriarqi ekologiurad sufTa produqtebis warmoebis sakiTxs da zogadad agraruli seqtoris maRali standartebis uzrunvelyofas, rogorc  qveynis simdidris SenarCunebisa da momavali Taobis janmrTelobis uzrunvelyofis pirobas (ix. saSobao epistole, 2007; saSobao epistole, 2009; saaRdgomo epistole, 2011, saaRdgomo epistole, 2012 da sxv.). patriarqi xazs usvams, saqarTvelo yovelTvis iyo da „kvlavac unda gaxdes vazisa da xorblis qveyana.  Cveni winaprebisTvis Rvino da puri macxovris xorcisa da sisxlis simbolos ukavSirdeboda da, amitomac qarTvel glexs maTdami yovelTvis gansakuTrebuli damokidebuleba hqonda da gansakuTrebuladac uvlida; da es unda aRdges“ (saSobao epistole, 2009). es mowodeba naTqvamia im xelisuflebis  dros, romelmac scada fuladi kompensaciis sanacvlod moexdina mosaxleobis waxaliseba vazis asaCexad. am naTqvams aqtualoba ar daukargavs dReisTvisac, rodesac agraruli seqtori xelisuflebis mxridan gacilebiT meti  yuradRebiT sargeblobs. gamosasworebelia xorbliT TviTuzrunvelyofis (adgilobrivi warmoebis Tanafardoba moxmarebasTan) donis (8 procenti) CamorCena yurZnis TviTuzrunvelyofis donesTan (141 procenti).  mdgomareobis gamosworebis gzebs patriarqi xedavs ara marto agraruli seqtoris xelSemwyob saxelmwifo politikaSi, (saxelmwifo dotaciebi, sarwyavi wyliTa da saZovrebiT uzrunvelyofa, raionebSi ufaso sakonsultacio centrebis amoqmedeba...), aramed mosaxleobis aqtiurobaSic - janmrTelobisTvis mavne produqciaze uaris TqmaSi,  miwis damuSavebasa da mcire sawarmoebis SeqmnaSi.samwuxaroa, magram faqtia, rom dReisTvis saqarTvelos Semoaqvs soflis meurneobis kvebis produqtebis 80%; arada qveyanas aqvs realuri SesaZlebloba imisa, rom srulad daakmayofilos mosaxleobis moTxovnileba da mis gatanazec ifiqros. amisTvis ki, unda gaZlierdes rogorc ojaxuri meurneobebi da waxalisdes sxva kerZo iniciativebi; adgilze unda aSendes gadamamuSavebeli mcire sawarmoebi, Seiqmnas meqanizebuli jgufebi, romlebic soflebs moemsaxurebian”. (saaRdgomo epistole, 2016)

patriarqi farTo propagandas uwevs mowinave msoflio gamocdilebas soflis meurneobis organizebisa da mowinave teqnologiebis gamoyenebas. yuradRebis miRma ar rCeba is saintereso gamocdileba, rac sasoflo kooperativebis formirebis mxriv gavrcelebulia israelSi kibucebis saxiT.

Tavis epistoleebSi patriarqi araerTgzis ubrundeba iseT mniSvnelovan sakiTxsac, rogoricaa ganaTlebada am sferoSi dasaqmebulTa Sromis anazRaureba. aniWebs ra udides mniSvnelobas maswavleblis Sromas, uwmindesi pirdapir acxadebs, rom yvelaze didi xelfasi, nebismieri profesiis adamianebTan SedarebiT, pedagogebs unda hqondeT, radgan isini ayalibeben qveynisa da eris momavals da ar arsebobs amaze metad sapasuxismgeblo sxva profesia... aq unda mivizidoT yvelaze niWieri kadrebi, iseTni, romelnic gamorCeulni iqnebian ara marto codniT, aramed, upirveles yovlisa, Rrma rwmeniT, siyvaruliT, didi moTminebiT da sxva keTili TvisebebiT, rasac Semdeg isini TavianT moswavleebs gadascemen (ix. saaRdgomo epistole, 1991; saaRdgomo epistole, 2007, da sxv.).  amasTan, igi xazs usvams, rom ar SeiZleba am sferoSi, pedagogad SemTxveviTi adamianebi muSaobdnen.

unda iTqvas, rom patriarqi ar Semoifargleba mxolod saSualo da umaRlesi ganaTlebis sferoSi dasaqmebulebisa da maTi uzrunvelyofis sakiTxebiT. igi problemas kidev ufro afarToebs da imave konteqstSi ganixilavs mecnierebis, rogorc moRvaweobis sferosa da am saqmeSi inteligenciis rolis mniSvnelobas da maTdami Sesabamisi mopyrobis aucileblobas. „mecnierebis ganviTarebis gareSe qveyanas ara aqvs momavali, radgan eris sulierebisa da ganaTlebisa erT-erT umTavres Zalas swored isini (mecniereba da inteligencia. - i.a.; l.q.) warmoadgenen“. (saSobao epistole, 2010).

ilia meore mouwodebs pedagogebs, rom skolaSi yofnis periodSi moswavleebi xSirad  ataron sawarmoebsa da samecniero dawesebulebebSi, raTa maT garkveuli warmodgena SeeqmnaT ama Tu im saqmianobaze. „skolaSi bavSvma aucileblad unda SeiTvisos raime xeloba, romelic mas mTeli sicocxlis manZilze gamoadgeba. arCeuli specialoba unda ainteresebdes moswavles da unda iyos iseTi, rom am xelobiT, saWiroebis SemTxvevaSi, irCinos Tavisi Tavic da ojaxic“  (saaRdgomo epistole, 1991). aRniSnul sakiTxs igi TiTqmis yvela epistoleSi exeba. amasTan, ganaTlebas igi ganixilavs ufro farTod, vidre skolis institutia, mas igi ukavSirebs garemos Secnobis, gaTavisebisa da urTierTobis, kavSiris damyarebis   process.

SeiZleba iTqvas, rom patriarqis am mowodebis pasuxs, Tumca ramdenadme dagvianebuls, warmoadgens saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministros mier 2015-2016 saswavlo wlidan saqarTvelos sxvadasxva regionis 221 sajaro skolis  moswavleebSi samewarmeo, dagegmvisa da organizebis unar-Cvevebis ganviTarebis xelSemwyobi sagnis „mewarmeobis safuZvlebi“ danergvis procesi. sagani  moswavleebs daexmareba arCevanis gakeTebaSi, Tu rogor SeiZleba idea gadaiqces Semosavlis momtan, TviTgamoxatvis, TviTdasaqmebisa da sxvebis dasaqmebis konkretul saqmianobad, profesiis arCevasTan dakavSirebiT swori gadawyvetilebis miRebis damxmare saSualebad.

ilia meore xazgasmiT aRniSnavs ganaTlebis, mecnierebisa da axali teqnologiebis mniSvnelobas ekonomikuri progresisa da Tanamedrove qarTuli saxelmwifos formirebisaTvis. uwmindesis sityvebiT, „warmatebiT mxolod is erebi da saxelmwifoebi viTardebodnen, romlebic alRos uRebdnen drois moTxovnebs“ (saaRdgomo epistole, 2006).

amasTan, patriarqis epistoleebSi xazgasmulia, rom ganaTlebis, gansakuTrebiT  mecnierebisa da teqnologiebis ganviTareba Sesabamisi sulierebisa da pasuxismgeblobis gareSe seriozuli safrTxeebisa da riskebis matarebelia TviT am pirovnebisa da mTeli sazogadoebisaTvis. igi aRniSnavs, rom „adamiani ... sulierad moumzadebeli Sexvda mecnierul aRmoCenebs. pirovnebis sulieri ganviTarebis procesi metad CamorCa teqnikur progress da radgan erTi meores ar ganapirobebs, dairRva wonasworoba; aman ki warmoSva saSiSroeba da Cven winaSe daayena mravali gadauWreli problema“ (saSobao epistole, 1993; ix. agreTve saaRdgomo epistole, 2002). ilia meore xazs usvams, rom „mecnierebam da teqnikam axali gzebi da saSualebebi gamoavlina adamianis ganviTarebisaTvis. mTeli ubedureba isaa, rom am mecnierul miRwevebs kacobrioba sulierad da moralurad moumzadebeli Sexvda da sikeTis nacvlad igi zogierTma borotebis saTaved aqcia“. (saSobao epistole, 1984).

patriarqi mimarTvis adresati mrevlTan erTad, rogorc wesi, saxelmwifo da xelisuflebis institutebicaa. erTerTi aseTi mimarTva xelisuflebisadmi saSualo fenis Camoyalibebisa da mcire da saSualo biznesis ganviTarebisaTvis xelSewyobis Taobazea (ix. saSobao  epistole, 1999; saaRdgomo epistole,  2002 da sxv.) saSualo fenas  ilia meore saxelmwifos dasayrdenad, xolo mewarmeobis ganviTarebas - drois moTxovnad da Cveni gadarCenis pirobad miiCnevs. igi pirdapir mouwodebs xelisuflebas - gaaTavisuflos damwyebi mewarmeni droebiT gadasaxadebisagan, riTac mouxsnas maT warumateblobis kompleqsi da gauRvivos saqmis interesi (saSobao epistole, 1999). SeRavaTiani  da dotaciuri kreditebis sakiTxebs igi araerTgzis Seaxsenebs  xelisuflebis da mouwodebs am ukanasknels amgvari nabijiT mosaxleobis mxardaWeris aucileblobaze (ix.: saaRdgomo epistole, 2011; saaRdgomo epistole 2012 da sxv.). 

Tavis epistoleebSi patriarqi iZleva am mimarTulebiT  warmatebis formulas, gasaRebs: warmatebas rom miaRwio, mcirediT, SeiZleba iTqvas, umniSvneloTi unda daiwyo, gamocdileba TandaTan SeiZino da saqmianoba gaafarTovo. maSin iqneba wamowyeba realuri da imedis momcemi.

patriarqis yuradRebis miRma ar rCeba iseTi movlena, rogoricaa adamianTa ndobiT manipulireba da sakuTari miznebisTvis misi gamoyeneba. gansakuTrebiT xSiria aseTi movlenebi gardamaval periodSi, romlis drosac  mosaxleobis umravlesoba „Tavidan ver erkveva situaciaSi, alRos naklebad uRebs movlenebs da yrmasaviT ususuri da mimndobi xdeba maT mimarT, vinc winamZRolis funqciebs sTavazobs“ (saSobao epistole, 2000). aseTi damokidebuleba ara marto miuRebelia eklesiisaTvis, aramed seriozuli zianis momtanic biznesis ganviTarebisa da warmatebis miRwevisaTvis. faqtobrivad, patriarqi amxels adamianis iseT naklovanebas, romelsac biznesis warmoebis sferoSi (da ara marto) TaRliToba hqvia da iZleva gafrTxilebas, rom „materialuri azrovnebis mqone pirovneba bednierebas mxolod momxveWelobaSi hpovebs, WeSmariti morwmune ki, - mowyalebis gacemaSi“  (saaRdgomo epistole, 2013).

adamianur sisusted miiCnevs qarTuli eklesiis saWeTmpyrobeli damokidebulebas azartuli TamaSebisadmi, saTamaSo biznesisadmi, romelsac mravali adamianis ojaxuri simSvide, keTildReoba da, janmrTeloba da TviT sicocxlec ki Seuwiravs. problemis miseuli xedva da negatiuri Sedegis simZimis aRweriloba gangaSis zarebiviT gaismis da „erisa da beris“ swraf da adeqvatur reagirebas saWiroebs:  „es saqmianoba ... biujetisTvis, albaT, momgebiania, magram igi imdenad uaryofiTi movlenaa, rom bevr qveyanaSi saerTod akrZalulia. CvenTan ki mas bolo dros internet-samorinec (kazino) daemata.

Tu Cveulebriv samorineSi (kazinoSi) asaks yuradRebas aqceven da garkveuli Tanxis qona aucilebelia, internet-sivrceSi es SezRudva ar arsebobs; adamianebi, gansakuTrebiT axalgazrdebi, romelTac isedac mcire finansebi aqvT, cdunebas ver umklavdebian da did valSi da did problemebSi vardebian.

katastrofulad izrdeba maTi ricxvi, romelnic mijaWvulni gaxdnen am sacdurze; bevrma qoneba dakarga, mravali ojaxi daingra, zogma Tavic moikla...

vfiqrobT, xelisuflebam Tavisi sityva unda Tqvas am mimarTulebiT, da SesaZleblobisamebr, daicvas qveynis awmyo da momavali“ (saaRdgomo epistole, 2015).

patriarqis wuxils adasturebs statistikac: mxolod bolo oTx weliwadSi (2015 wels 2011 welTan SedarebiT) saTamaSo biznesis brunva saqarTveloSi  TiTqmis xuTjer gaizarda da 2 miliard lars miaRwia,  rac qveynis SinameurneobaTa TiTqmis ori Tvis Semosavlis ekvivalenturia. 

ganvlili aTwleulebis manZilze patriarqis mier bevri mowodeba, SeniSvna, survili ekonomikasa da biznesTan mimarTebaSi ganxorcielda, bevri mowodeba da xedva jerac elis xelisuflebisa da sazogadoebisagan adeqvatur reagirebas.  SeiZleba iTqvas, rom imisda mixedviT, Tu ramdenad swrafad, droulad da srulmasStabianad xdeba mis qadagebebsa da epistoleebSi Camoyalibebuli Sexedulebebisa da rekomendaciebis gaTvaliswineba, SeiZleba vimsjeloT saqarTvelos nebismieri xelisuflebis ara marto eklesiisa da misi saWeTmpyrobelisadmi damokidebulebisa da pativiscemis Taobaze, aramed maT mier miRebuli gadawyvetilebebisa da marTvis efeqtianobazec.

patriarqis epistoleebi ara marto Cveni qveynis sulieri kulturis mniSvnelovan SenaZensa da Zegls, aramed faqtobrivad qarTuli saxelmwifosa da qarTveli eris, marTlmadidebeli mrevlis dasayrdens warmoadgenen sakuTari ganviTarebis veqtorisa da msoflio civilizaciaSi Rirseuli adgilis damkvidrebisaTvis Ziebis procesSi.

 

2016 wlis aprili                     

 

wyaro:

sruliad saqarTvelos kaTolikos patriarqis, mcxeTa-Tbilisis mTavarepiskoposis, biWvinTisa da cxum-afxazeTis mitropolitis ilia II epistoleni. - Tbilisi, 2016. 

 IX საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებული.          ქუთაისი, 2016 წლის 22-23 ოქტომბერი, გვ. 15-20.

20 აპრილი 2017წ

რეკომენდაციები საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმისთვის

რევაზ ლორთქიფანიძე

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,

საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა

აკადემიის აკადემიკოსი


დღევანდელ სწრაფადცვალებად და შემოსავლებით ასევე სწრაფადმზარდ მსოფლიოში, ყველა მეტად უნდა გაუფრთხილდეს თავის დროს და, ამდენად, საკანონმდებლო და სამთავრობო სტრუქტურების მისამართით, ჩემს შრომებში გამოთქმული რამდენიმე განსაკუთრებით მწვავე და მაქსიმალურად შემჭიდროვებული სახით წარმოდგენილი რეკომენდაცია მინდა განვავითარო, რომლებიც ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იღებენ სათავეს. დიქტატორული მონოპოლისტური კომუნიზმის უტოპიამ და ბაზრის არასათანადოდ ცოდნის პერიოდებმა, მემკვიდრეობად დაგვიტოვეს მართვაში დაშვებული მრავალრიცხოვანი შეცდომები, თავიანთი სავალალო შედეგებით:

1.             დიქტატორული რეჟიმებისა და სხვადასხვა ციკლური რყევების მიუხედავად, ეკონომიკური პროდუქტიულობა, საბოლოო ჯამში, იზრდება და კაცობრიობის ცხოვრების დონე მატულობს, მაგრამ სიმდიდრის გადანაწილება, მონოპოლიების არსებობის გამო, არ აძლევს ადამიანს საშუალებას, აამოქმედოს ეფექტიანი კონკურენციის კანონზომიერება და მასობრივად იცხოვროს უკეთ.

      განსაკუთრებით არ მიყვარს პოპულისტები და ვიცითავის გამოჩენის ინტერესად არ ჩამითვლით ჩემს „აღმოჩენასა“  და კონკურენციის ეფექტიანობის კვლევის   საკითხებში გენიოსი ეკონომისტების - დავით რიკარდოსა და ჯონ მეინარდ ქეინზის მოსაზრებებისა და ევროკავშირის ექსპერტების ფორმულირებების განვითარებებს ნამდვილად გულით მინდა სიტუაციის გაუმჯობესება საერთაშორისო კონკურენციაში, თქვენი (ჩვენიარსებითად მეტად ბედნიერი ცხოვრებისათვის.

        ცნობილია, რომ რიკარდომ (1772-1823) აღმოაჩინა სრულყოფილი კონკურენციის პირობებში ეკონომიკური მოგების შემცირების ცნობილი კანონზომიერება ბაზრის ყოველი მიმწოდებლისათვის. ეკონომიკური თეორიის კლასიკოსები, სრულყოფილი კონკურენციის  მახასიათებლებს შორის, უმთავრეს ნიშან-თვისებებად მიიჩნევდნენ ბაზარზე გამყიდველთა და მყიდველთა ძალიან დიდ (უსასრულოდ მზარდ) რაოდენობას (როცა არცერთ მათგანს არ შეეძლო საბაზრო ფასზე გავლენის მოხდენა), ბაზარზე შესვლისა და გამოსვლის ბარიერების არარსებობასა და თანაბარ და სრულ წვდომადობას ინფორმაციაზე (მ.შ. ფასებზე). 

          ბუნებრივია, სრულყოფილი კონკურენციის ასეთი მოდელი თითქმის იდეალიზებულია და უფრო მეტიც, სრულყოფილი კონკურენცია, ჩემი აზრით, უფრო ისაა, როცა თანაარსებობენ როგორც მსხვილი, ასევე მცირე მიმწოდებლები. ადამიანებს შორის და ცხოველთა თუ მცენარეულ სამყაროშიც ხომ დიდი განსხვავებებია ზომა-წონაში. წარმოუდგენელია ყველა თანაბარი შესაძლებლობის იყოს, მაშინ ხომ განსხვავებათა ბუნებრივ მიმზიდველობასა და მრავალფეროვნებას აზრი დაეკარგებოდა. კარგია, თუ ბაზარზე ძალიან ბევრი კონკურენტია, მაგრამ აღნიშნულსაც, გარკვეული ზომიერება მართებს.     

         ჩვენმა კვლევებმა თვალნათლივ გამოავლინა, რომ კონკურენციასაც კი რაციონალური საზღვრები აქვს და არ უნდა დავუშვათ კეთილსინდისიერი მსხვილი ობიექტების ხელოვნური დანაწევრება ან სხვა მეთოდებით „რეპრესიები“.  დაცვა სჭირდება როგორც კონკურენციასა და მცირე ბიზნესს, ასევე კეთილსინდისიერ მსხვილ ობიექტებსაც, რომლებიც ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ ბაზრისა და მწარმოებლურობისათვის. ამდენად, კონკურენციის შეფასების არსებულ მიდგომებთან ერთად, საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ჩვენი პოზიციები და შეფასებები, რომლებიც გამოქვეყნებულია ჩვენს შრომებში და განთავსებულია ინტერნეტქსელში, მ.შ. გლობალური ინტერნეტის ენციკლოპედია „ვიკიპედიაში“.

2.            თანამედროვე საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებების მიუხედავად,  ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდოს საგანგაშოდ სახიფათო დონე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. აღნიშნული მდგომარეობის შესაცვლელად, ჩემი აზრით, სასწრაფოდ არის გადასახედი ექსპორტის 0-ვანი განაკვეთი, უნიკალური სანედლეულო ბაზის გადინების აღსაკვეთად. ექსპორტის ეს განაკვეთი იმპორტის ფარული ხელშეწყობის მექანიზმი აღმოჩნდა, ვინაიდან, გასული ნედლეული გაძვირებული იმპორტის სახით გვიბრუნდება მყისიერად. ამდენად,  0-ვანი განაკვეთი მხოლოდ გარკვეულ მზა პროდუქციაზე და, განსაკუთრებით, მეცნიერებატევად პროდუქციაზე უნდა შენარჩუნდეს;

3.           ძალზე კარგია, რომ ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების „საგადასახადო ტვირთი“ ამჟამად შემცირდა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, მაგრამ, საერთო ჯამში, გასულ საუკუნეში განხორციელებული საგადასახადო კოდექსის რეფორმა გამარტივების მიმართულებით, ფარული აღმოჩნდა, ვინაიდან, ადგილობრივი ბიუჯეტებისა და სხვადასხვა სუპერგადიდებული ჯარიმების მემკვიდრეობა, ექსპერტული შეფასებით, 50%-ზე მეტია და ზედმიწევნით ზრდის საგადასახადო წნეხს ამ ახალფეხადგმულ საბაზრო ქვეყანაში, რაც ყოვლად დაუშვებელია. თუ გავიხსენებთ ა. სმითის, დ. რიკარდოს, უ. პეტის, ჯ. ქეინზის, მ. ფრიდმენის, ა. ლაფერის, ვ. ჟისკარდესტენის და სხვა შეხედულებებს აღნიშნულთან დაკავშირებით, საგადასახადო წნეხი საშუალოდ დაახლოებით 30%-ის მახლობლობაში უნდა იყოს და ახალგაზრდა ქვეყნისთვის კიდევ უფრო ნაკლები - 20-25%;

4.           ძალზე კარგია, რომ ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯებში პროგრესული მსოფლიოსათვისაც კი სამაგალითო დონე აღინიშნება, მაგრამ მასში ჯანდაცვაზე წილი ჯერ კიდევ არასათანადოა (ჯერ კიდევ სუსტი ეკონომიკური საფუძვლის გამო) - გვჭირდება უფრო თანაბარზომიერი განაწილება ჯანდაცვის შემდგომი ხელშეწყობისათვის, ვინაიდან, თუ ხარისხიანი მედიცინა ვერ გვექნა, სოციალურ დაცვაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვანწილად ფუჭი იქნება;

      ძალზე კარგია, რომ საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს დაჩქარებულ ამორტიზაციას, მაგრამ ეს ძველი მემკვიდრეობით საერთოდ არ ეხება იმას, რასაც უნდა ეხებოდეს უმთავრესად - მანქანა-მოწყობილობებსა (მ.შ. სამედიცინო აპარატურას) და შენობა-ნაგებობებს (მ.შ. სამედიცინო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებს), რაც ასევე სასწრაფოდ შესაცვლელია ტექნიკური პარკის მნიშვნელოვანი მოძველების პირობებში. ამასთანავე, გამარტივება ნამდვილად გადაჭარბებულია, ვინაიდან, ყოვლად დაუშვებელია ყველა შენობისა და მანქანის ერთნაირი საზომით შეფასება. 

19 თებერვალი 2017წ

ერთხელ კიდევ დოლარის, ევროს, ფუნტი სტერლინგის, ნავთობის, ოქროსა და ლარის კურსთა სამომავლო მოლოდინების შესახებ

ნიკა შენგელია

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი,

პროფესორი.

ტელეფონი: 579 481001

E_mail  nikasg@mail.ru

                                                           შესავალი

2016 წელმა ბევრი სიურპრიზი მოგვიტანა.  კერძოდ: ამერიკულ აქციებზე მრავალჯერ  განახლდა მაქსიმუმები, აშშ-ს საპროცენტო განაკვეთის  გაზრდა, ”შავი გედები” ბრექსიტისა   და აშშ არჩევნების სახით, ჩინური იუანის დევალვაცია - აი, რამდენიმე უმთავრესი მოვლენა, რომლებმაც  ძირითადი გავლენა იქონია მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე.

როგორი იქნება მომდევნო 2017 წელი? რას მოუტანს ეს მსოფლიო ეკონომიკას და წამყვანი ქვეყნების ვალუტებს, რას მოუტანს იგი საქართველოს?

1.                 დოლარის, ევროს და ფუნტი სტერლინგის კურსთა რყევების სამომავლო  მოლოდინები

2017 წელს ბევრი გლობალური რისკი იქნება შენარჩუნებული, რომლებიც თავიანთ ასახვას ჰპოვებენ  საფინანსო ბაზრების მერყეობებში. ბაზარი იქნება რამდენიმე ტრენდის ზეგავლენის ქვეშ.

პირველი ტრენდი - ესაა აშშ-ის  საპროცენტო  განაკვეთის  ზრდა. ეკონომიკური კურსის ცვლილების მოლოდინიუკვე თავიდანვე საფუძველს უყრის მომეტებულ ინფლაციურ მოლოდინს, რაც უკვე დადასტურდა ფედერალური სარეზერვო სისტემის (ფსს) ბოლო გადაწყვეტილებაში. ამ კუთხით დოლარზე მოთხოვნა გაიზრდება და გაძვირებულმა დოლარმა შეიძლება საქონლის ფასებზე გავლენა იქონიოს.

 მეორე ტრენდი - ეს არის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოთხოვნის შემცირება, უარყოფითი საპროცენტო განაკვეთის  გათვალისწინებით სრულიად მოსალოდნელია დეფლაციური სცენარის განვითარება. ფულადი მასის სტიმულირება ინფლაციაზე საკმარის გავლენას ვერ მოახდენს. დამატებითი იმპულსი შეიძლება მისცეს  ინვესტიციების გადადინებამ  ”დოლარში” ნომინირებულ ინსტრუმენტებში, რამაც შეიძლება განაკვეთები გადაიყვანოს  უარყოფით  ზონაში. დეფლაციის  ფონზე შეიძლება მოხდეს  მოთხოვნის შემცირება საქონელზე და მომსახურებაზე.

მესამე ტრენდი  - ეს არის დაბალი ფასები ენერგორესურსებზე. ძლიერი დოლარით, მოთხოვნის შემცირებიდან გამომდინარე  წარმოების  კლებამ, შეიძლება რამდენიმე შემთხვევაში ენერგომატარებლებზე მოთხოვნაც შეამციროს. მიმდინარე პერიოდში ნავთობპროდუქტების მოპოვების შემცირებამ და აშშ-ში ნავთობის მოპოვების შესაძლო  განახლებამ, შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის მიწოდების გაზრდა და მოთხოვნის შემცირება, აღნიშნული კი გამოიწვევს ნავთობის ფასების დაწევას.

დიდი მნიშვნელობა აქვს რა პოზიციას დაიკავებს თეთრი სახლი. თუ საუბარი წავა ჩინეთთან სავაჭრო ომზე, მაშინ ინვესტორები რისკის თავიდან აცილების მიზნით გადავლენ მყარი აქტივების შეძენაზე.  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ს  ახალმა პრეზიდენტმა  სავაჭრო საკითხებში მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად აირჩია ეკონომისტი პიტერ ნავარო, რომელიც ცნობილია  ჩინეთთან  მიმართებაში თავისი მკაცრი პოზიციით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2017 წელი დოლარისთვის ძალიან კარგი წელი იქნება  თუ ახალი პრეზიდენტი დანაპირებს შეასრულებს და ფსს-ც სამჯერ მოახდენს საპროცენტო  განაკვეთის გაზრდას (და  არ შემოიფარლება  ორჯერ გაზრდით)

ამ ფონზე  დოლართან  მიმართებაში ევროს  კურსის პარიტეტამდე დაწევა შეიძლება  ავხსნათ  ევროკავშირში პოლიტიკური  პროცესებით.  კურსის პარიტეტამდე  დასვლა დღევანდელ სიტუაციაში აწყობს  აშშ-ს და ევროპასაც, თუნდაც სავაჭრო ურთიერთობებისთვის და ექსპორტის თვალსაზრისით. ეს დადებითად აისახება აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი  ეკონომიკის ქვეყნებზე, სადაც მოიმატებს ექსპორტ-იმპორტი.  ამიტომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ეცბ) შეეცდება ევროს კურსი იქონიოს პარიტეტის ზონაში.

გარდა პოლიტიკური ფაქტორისა, რომლებიც ზემოთ განვიხილეთ, ევროს კურსი რომ დაბლა დაეშვება, ამას ტექნიკური ანალიზიც გვიჩვენებს. ერთთვიანსა  და ერთკვირიან დროითი ინტერვალით  დაჯგუფებისას  ჩვენ გვაქვს გრაფიკული მოდელი ”დროშა”, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, წარმოადგენს ტრენდის ტენდენციის  გაგრძელების მოდელს. ამ დროით ინტერვალებზე კარგად ჩანს, როგორ ეშვება ფასი 1,39 ნიშნულიდან 1,05 ნიშნულამდე. შემდეგ გრაფიკი გადადის განივ ტენდენციაში, რა დროსაც უკვე  ჩამოყალიბდა  ფიგურის შუა ნაწილი.  მას შემდეგ, რაც მან  ქვემოთ  გაარღვია 1,05 დონე, უკვე უნდა ვივარაუდოთ, რომ პროცესი მიდის ბოლო ეტაპისაკენ, ჩამოყალიბდეს ”დროშის” მოდელის  მეორე ნახევრის ჩამოყალიბებისაკენ, რომელიც პირობითად ტოლი იქნება პირველი ნაწილის  3500 პუნქტის. წინაღობა გვხვდება  0,90 -იან დონეზე.

თუ გავითვალისწინებთ მოდელი ”დროშის”  პირველი ნახევრის  ფორმირების პერიოდს, ვვარაუდობთ, რომ  0,83-0,90-იან  არეში ევროს ფასი დაიწევს  14-20 თვეში, ანუ 2018 წლის ბოლოს. ყოველ  შემთხვევისათვის  მისი კურსი 1,01 ნიშნულამდე შეიძლება  2017 წლის ივლისამდეც ვიხილოთ.

   ასეთი მოძრაობის  ფუნდამენტალური მიზეზი  არის ფსს-ს მიერ საპროცენტო განაკვეთის  3 ჯერ  გაზრდა. ასევე, ევროკავშირის შიდა პოლიტიკური ფაქტორები, ტერორიზმი, იტალიის საბანკო კრიზისი, ”ბრექსიტი” და თუ მის კვალს  მიყოლილი კიდევ  რამდენიმე ქვეყანა. (თუ რა თქმა უნდა, ასეთი მოხდა)

2017 წელი ასევე მძიმე იქნება, ბრიტანეთის ეკონომიკისათვის და მისი ვალუტისთვის. პირველი რამდენიმე თვე იქნება გაურკვევლობა, რადგანაც ახალმა პრემიერმა ტერეზა მეიმ ევროკავშირთან შეთანხმების 50-ე მუხლის გამოყენება მარტის ბოლომდე გადადო. ბრიტანეთის პარლამენტმა  ამ ვადას მხარი დაუჭირა  იმ  პირობით, თუ მეი 2017 წლის დასაწყისში წარმოადგენს  გეგმას ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ და 2017 წლის დასაწყისში კი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლო გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა ტერეზა მეის  50-ე მუხლის გამოყენებისათვის პარლამენტის თანხმობა. ამრიგად, 2017 წელს დიდ ბრიტანეთში ყურადღების ცენტრშია  არჩევანის თემა, ევროკავშირიდან გამოსვლა მოხდება მკაცრი თუ შედარებით რბილი პოლიტიკით. ამიტომაც, ამ წელიწადში ”ბრექსიტის” შესახებ  მოლაპარაკებების გადავადებამ შეიძლება ფუნტის მხარდაჭერა გამოიწვიოს, მაგრამ მუდმივი გაურკვევლობა ცუდია, როგორც ეკონომიკისთვის, ასევე, ვალუტისთვის.

ძნელად  წარმოსადგენი იყო ფუნტის კურსის  31 წლის  წინანდელ მინიმუმამდე დაშვება,ხოლო რუსულ რუბლს, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ 2 ჯერ გაუფასურდა,  ბლუმბერგი უწოდებდა განვითარებადი ქვეყნის  ყველაზე კარგ ვალუტას.

 ზემოთაღნიშნულიდან გამოდინარე, 2017 წლისათვის  საინვესტიციოდ მიმზიდველად გამოიყურება შემდეგი აქტივები:

1)      დოლარმა წლის ბოლისათვის გააკეთა ერთგვარი ნახტომი და სავარაუდოდ წლის განმავლობაში მისი ყიდვა ინვესტორთათვის მიმზდველი იქნება. ამ დროისათვის ბაზრები 30%-ით აფასებენ იმის ალბათობას, რომ 3-ჯერ  მოახდენენ საპროცენტო განაკვეთის ზრდას; 

2)      ევრო კვალავ განიცდის პოლიტიკურ  ზეგავლენას და გაურკვევლობას. მაღალგანვითარებული  ეკონომიკის ქვეყნებში - გერმანიაში, საფრანგეთსა  და ჰოლანდიაში   ჩასატარებელია  კენჭისყრები, რომლის ფაქტობრივი შედეგები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს გამოკითხვებისა და მოლოდინებისგან.  2017 წლის ივლისამდე ფაქტობრივად ველოდებით ევროს კურსის პარიტეტს;

3)      რუსული რუბლისთვის  2017 წელი მეტად პერსპექტიულად გამოიყურება, ვიდრე წინა  ორ წელიწადში.  მსოფლიო ბაზრებზე ნედლეულის ფასების ზრდა სავარაუდოდ რუბლის კურსზე დადებითად  აისახება, ამას  ასევე ხელს შეუწყობს დაგეგმილი საპროცენტო განაკვეთის  გაზრდაც. ინვესტორები 2017 წელს  მოელიან რუსეთში ეკონომიკური ზდის გამოცოცხლებასა და სამომხმარებლო მოთხოვნილებების ზრდას;

4)      აქციების ბაზარს ელოდება დიდი რყევები.  როგორც წესი საპროცენტო განაკვეთის ზრდას მოყვება ბიზნესსაქმიანობის  შენელება, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ განაკვეთი  პუნქტობრივად  იმდენად მცირედ იზრდება, რომ ეს  ნეგატიურ ზეგავლენას ბიზნესზე  ვერ მოახდენს;

5)      როგორც  ”ოპეკი”-სა და რუსეთის,  ასევე,  აშშ-ს მხრიდან  ნავთობი იმყოფება  მოპოვების გაზრდის საშიშროების ზღვარზე.  ამ დროისათვის მისი ფასი  მოქცეულია   42-60 დოლარიან არეში და სავარაუდოდ  მოკლევადიან პერიოდში ჯერ-ჯერობით ამ ფასს შეინარჩუნებს;

6)      ოქროს რაც შეეხება, იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი აირჩევს ევროკავშირიდან მკაცრად გამოსვლის პოლიტიკას, მაშინ უნდა ველოდოთ მისი ფასის მომენტალურ ზრდას, ხოლო თუ შენელებული სცენარით გადაწყვეტს ბრიტანეთი გამოსვლას, მაშინ ვისაც უნდა იხილოს გაძვირებული ოქრო, უნდა დაელოდის მომენტს, როდის შეიქმნება  ინფლაციური პრობლემები. სხვა შემთხვევაში სავარაუდოდ ოქროზე ფასი არ აიწევს.

 

ქართული ეკონომიკისა  და ქართული ვალუტის კურსის საშუალოვადიანი    პროგნოზი

 

ამ დროისათვის საქართველოს ეკონომიკა არის ძალიან სუსტი. მოთხოვნის  ძირითადი ნაწილი, დამოკიდებულია იმპორტზე, მათ  შორის, საკვების 70% -ამდე იმპორტით   შემოდის, იქნება ეს სოფლის მეურნობის პროდუქცია,  ხორც-პროდუქტები თუ ზღვის პროდუქტები.

საბანკო სისტემა წესრიგშია მოსაყვანი. ბანკებისა  და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების  საკრედიტო პროდუქტებზე პროცენტები  მსესხებლისთვის ძალიან მაღალია.  როდესაც საკრედიტო რესურსი, სასესხო კაპიტალი არის ძვირი, შემოსავლიანობის ნორმა (IRR)  ვერ იქნება ისეთი, რომ გადაფაროს  ხარჯები  და გადასახადები და დატოვოს მოგება. ბანკი არის ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი საბაზრო ეკონომიკაში და ხელისუფლება არ უნდა ემსახურებოდეს გარკვეულ კონგლომერანტს. ბანკების ხელში არ უნდა იყვნენ სადაზღვევო  და მიკროსაფინანსო კომპანიები, სამშენებლო და სასწავლო დაწესებულებები.

მთავრობის მიერ ლარის სტაბილიზაციის  წამოწყებული ინიციატივები არაეფექტური იქნება.  ამის შესახებ ჩვენს  წინა შრომებშიც ითქვა. ზემოთმოყვანილი ანალიზის საფუზველზე,  როდესაც ველოდებით ევროს კურსის პარიტეტამდე დაწევას, ეს გამოიწვევს იმპორტის გაზრდას ევროკავშირიდან. რეალურად საქართველოში შემოდინებას დაიწყებს მაღალხარისხიანი   და შედარებით იაფი ევროპული საქონელი,  მ.შ. პროდუქტები. ამიტომ ასეთ პირობებში მთავრობის ინიციატივა, რომ გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი უარყოფით შედეგს გამოიღებს და არაეფექტური იქნება. გაძვირებული ლარით შექმნილი პროდუქცია კონკურენტუუნარო იქნება მაღალხარისხიანი და ამასთან იაფი ევროპული პროდუქციის წინაშე, რაც ექსპორტ-იმპორტის უარყოფით  სალდოს  კიდევ უფრო გაზრდის. იმპორტი გაიზრდება და შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნაც მოიმატებს, აქედან გამომდინარე ლარის კურსის დაცემა გარდაუვალი იქნება, ყველაფერი ეს მაისის ბოლომდე  პოვებს ასახვას.

                                                          დასკვნა

მიგვაჩნია, რომ  საქართველოს ის რამდენიმე ბანკი,  ლარის კურსის შესამჩნევი რყევები  ლომის წილად იმ რამდენიმე ბანკის  ნება-სურვილზეა დამოკიდებული, რომლებიც  ვაჭრობენ  ბლუმბერგის ”დახურულ” ტერმინალში.  იმისათვის, რომ ლარის დევალვაცია  ცოტათი შევაჩეროთ, მთავრობის რადიკალური ღონისძიებებით ეს უნდა დამთავრდეს. ამის შესასრულებლად  სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ქართული სავაჭრო ტერმინალი, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა ბანკი,  მიკროსაფინანსო  კომპანიები და სურვილისამებრ სხვა  საბროკერო თუ საინვესტიციო კომპანიებიც. აღნიშნული  ქმედება სპეკულაციის საშუალებას არ მისცემს ბანკებს.

ამის  პარალელურად ბანკებმა  უნდა მოითხოვონ თავისი კლიენტებიდან  საერთაშორისო   ყიდვა-გაყიდვების  (ან მომსახურების)  კონტრაქტების რეგისტრაცია, სადაც ნათლად იქნება  ასახული კონტრაგენტებისაგან გადასახდელი ან მისაღები   უცხოური ვალუტის  თნხები და ვადები. ეს არ მიგვაჩნია პროგრესულ  ნაბიჯად,  მაგრამ ასეთ ვითარებაში აუცილებელია, როგორც დროებითი ღონისძიება.

 ეს ღონისძიება:

ა) მოგვცემს ანალიზის  გაკეთების  საშუალებას, რომლის საფუძველზეც მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდებში  ლარის კურსის ცვლილების  პროგნოზები უფრო  მეტი  სიზუსტით  შესრულდება;

ბ) ბანკები სავალუტო ბაზარზე ვერ გააკეთებენ განაცხადს უცხოური ვალუტის  გაცილებით მეტი ლოტის შეძენის  შესახებ,  თუ იგი დადასტურებული  არ იქნება კლიენტების საკონტრაქტო  მოთხოვნებით.

ეროვნულმა ბანკმა სწორედ ამ ეტაპზე უნდა გამნახორციელოს ეს რეგულაცია.

ამის გარდა:

 

-         საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტლება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს , მიეცეთ  საშუალება ივაჭრონ ბლუმბერგის ტერმინალში,  მარტო ეს მიდგომა არაეფექტური იქნება, თუ არ შესრულდა ზემოთმოყვანილი რეკომენდაცია;

-         როდესაც -ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ევრო შესუსტდება და   ევროკავშირის ქვეყნებიდან  ჩვენსკენ დაიძვრება იაფი და მაღალხარისხიანი პროდუქცია,   ამას კი  ადგილობივი წარმოება კონკურენციას ვერ გაუწევს  და შესაბამისად, მთავრობის  მორიგი ინიციატივა, გაამკაცრონ ფულად-საკრედიტო  პოლიტიკა,   ვერ    იქნება ეფექტური და მოსახლეობას ჩააგდებს მეტად მძიმე  მდგომარეობაში;

-         მთავრობამ, რომ  დაიწყო ხარჯების შემცირება ეს კარგია, მაგრამ ხარჯების შემცირება თანამშრომელთა დათხოვნით  და უმუშევართა გაზრდით  არ უნდა მოხდეს. ხარჯების შემცირება უნდა მომხდარიყო ისეთ ნაწილში, რასაც ჰქვია დანამატები თანამდებობის პირთა ხელფასებში, პრემიებში, მივლინებებში, ავტოპარკისა  და საწვავის ხარჯებში  და სხვა.

 

საქართველოს ეკონიმიკის სწრაფ განვითარებას შეუძლია  ასი ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა.   იმ გზით, როგორც საქართველოს მმართველი  გუნდი მიყვება  და    ისეთი  საბანკო სისტემით, როგორიც დღეს გვაქვს,  სასურველი  შედეგი არ მოჰყვება.  ჩვენი აზრით ეს არის უცოდინარობის ბრალი. ქვეყანას სჭირდება სისტემური ცვლილებები  ეკონომიკურ პოლიტიკაში.  ეს შეუძლიათ მხოლოდ არატრადიციულად მოაროვნე ადამიანებს, რომლებიც გაემიჯნებიან არსებულ ვითარებას და პასუხისმგებელი იქნებიან მათ მიერ  დასახულ და პრაქტიკუკულად  განხორციელებულ ღონისძიებებზე.

საქართველოში ასეთი ადამიანები საკმარისად გვყავს. დასანანია, რომ მათი ნიჭისა და უნარის გამოყენებაზე ტაბუა დადებული.

 

5 იანვარი 2017 წელი

14 იანვარი 2017წ

ლარის კურსის დესტაბილიზაციის მიზეზები და მათი დაძლევის ძირითადი მიმართულებანი

თეიმურაზ შენგელია

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,

საერთაშორისო ბიზნესის” კათედრის ხელმძღვანელი.

E-mail:shengelia.temur@gmail.com

  

 საქართველოში დღეს ძირითადად რამოდენიმე ეკონომიკური ხასიათის პრობლემა არსებობს, რომელიც აწუხებს მოსახლეობის ნაწილს და საზოგადოებაში ქმნის დაძაბულ სოციალურ ფონს. თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს სოციალური რევოლუციების ისტორიას, დავინახავთ, რომ მათი ძირითადი მიზეზი და მოტივატორი იყო და არის მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პირობები. ამ კონტექსტში ახლადარჩეული მთავრობის მიერ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების დაძლევა არა მარტო ეკონომიკური, არამედ სერიოზული პოლიტიკური საკითხიცაა.

 

      თუ ჩვენ მოვახდენთ საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემების რანჟირებას მნიშვნელობის მიხედვით, შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი საკითხი: ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა; იმპორტ-ექსპორტის დისბალანსი; ეკონომიკაზე მოქმედი ეგზოგენური ფაქტორები: მსოფლიოს სანავთობე ბირჟებზე  ფასების უმნიშვნელო შემცირება და საქართველოში ნავთობის ფასების ასიმეტრიული ცვლა; გეოპოლიტიკური ფაქტორები: რუსეთ-უკრაინის ომი, აშშ-ის დოლარის გამყარება, რუსული რუბლის გამყარება და თურქული ლირის და აზერბაიჯანული მანათის დაცემა; ენდოგენური ფაქტორები: საქართველოს ხელისუფლების საინვესტიციო პოლიტიკა და მისი ზეგავლენა ეკონომიკაზე; პროტექციონისტული ტენდენციების შესუსტება სახელმწიფოში და სხვა.

        თუ გვინდა  გავანალიზოთ ის კორელაციური კავშირი, რომელიც არსებობს ამ პრობლემებსა და ლარის კურსის ვარდნას შორის, დავადგინოთ ხელისუფლების რომელ შტოებზე მოდის პასუხისმგებლობის ხვედრითი წილი ლარის გაუფასურებაზე. უპირველეს ყოვლისა, უნდა განვსაზღვროთ ის, თუ რა ფაქტორები ახდენს ლარის კურსზე ზეგავლენას.

     ლარის კურსი ყალიბდება ეკონომიკაში არსებული დოლარის და ლარის მასის თანაფარდობით ანუ ვალუტის კურსი განისაზღვრება იმით, თუ ერთ ერთეულ დოლარზე რამდენი ლარი მოდის. ასეთ კურსს, რომელიც განისაზღვრება ამ თანაფარდობით ეწოდება თავისუფლად მცურავი კურსი. თუმცა ცალკეული სახელმწიფოები იყენებენ ფიქსირებულ კურსსაც, მაგალითად, ჩინეთი. დოლარზე ლარის მიბმის პირობებში მნიშვნელოვანია ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც გამოიწვევს დოლარის შემოდინებას ქვეყანაში და ამით განსაზღვრავს ლარის სტაბილიზაციას.

       რა ფაქტორები ახდენდა ბოლო წლებში ზეგავლენას საქართველოში დოლარის მასაზე და ვინ აგებს პასუხს სახელმწიფოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში იმ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც იწვევს ლარის დესტაბილიზაციას.

ყველაზე მსხვილ ფაქტორთა ანალიზში შეიძლება გამოვყოთ ისეთები, როგორიც არის:

1.         ექსპორტ-იმპორტის ბალანსი;

2.         უცხოური ინვესტიციები.

ყველა ამ ფაქტორზე პასუხს აგებს ეკონომიკის სამინისტრო.

მსხვილ ფაქტორებს აგრეთვე მიეკუთვნება

1.         სახელმწიფოს საბიუჯეტო პოლიტიკა, განსაკუთრებით მის ხარჯვით ნაწილში;

2.         დონორი ორგანიზაციების შემოწირულობები და გრანტებირაც ზრდის დოლარის მასას;

ამ ფაქტორზე პასუხისმგებელია ფინანსების სამინისტრო.

რა ფუნქცია აკისრია ეროვნულ ბანკს ლარის გამყარების საკითხშიეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქცია არის ზომიერი ინფლაციის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებით ფულის მასის რეგულირება სახელმწიფოში.   

         სახელმწიფოს ამ სამი ინსტიტუციის კორდინირებული მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელია ლარის გამყარება ან პირიქით, მათი არაკორდინირებულობა იწვევს მონეტარულ დესტაბილიზაციას.

      ამდენად, თუ რამდენად სწორად წარმართავს თავის საუწყებო სფეროში ეკონომიკის, ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქმიანობას, დამოკიდებულია ისდაიძლევა თუ არა ლარის გაუფასურების პრობლემა.

     განვიხილოთ რა ხდება რეალობაში. როგორც აღვნიშნე ლარზე ზეგავლენის მომხდენი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი არის ექსპორტ-იმპორტის ბალანსი, რაც უფრო იზრდება ექსპორტი, მეტი ვალუტა შემოდის ქვეყანაში და პირიქით. ეს თანაფარდობა ცნობილია სავაჭრო დეფიციტის სახით. სავაჭრო დეფიციტმა ან ექსპორტ-იმპორტის სხვაობამ ბოლო წლების დინამიკით რეკორდულ ნიშნულს 5 მლრდ. 700 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 948 მილიონი დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 4,757 მილიარდი დოლარი (30 პროცენტით მეტი). 

       გამომდინარე იქიდან, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებების იმპორტი კანადიდან ხორციელდება, საქართველოს 10 უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნის სათავეში სწორედ ეს ქვეყანა მოექცა (1,3 მილიარდი დოლარი), მეორე ადგილს იკავებს თურქეთი (778 მილიონი დოალრი), მესამეს კი რუსეთი (390 მილიონი დოლარი).

წლის პირველ ნახევარში სულ ორი პროდუქტის ექსპორტი გაიზარდა, ესენია: სპილენძის მადანი - 148 მილიონი დოლარი (28 მილიონი დოლარით მეტი) და ღვინო - 46,2 მილიონი დოლარი (7 მილიონი დოლარით მეტი).

საექსპორტო ათეულში შემავალი ყველა დანარჩენი პროდუქტი ისევ ვარდნას განიცდის: 24 მილიონი დოლარით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი,   36 მილიონი დოლარით ფეროშენადნობები,   4 მილიონი დოლარით თხილი და კაკალი,   5 მილიონი დოლარით მინერალური წყლები (40 მილიონი დოლარი).

 უარყოფითი სავაჭრო სალდო მკვეთრი გაუარესება C ჰეპატიტის სამთავრობო პროგრამით  არის გამოწვეული.

      საიმპორტო საქონელთა ჯგუფში ლიდერობს სამკურნალო საშუალებები, რომელთაც მთლიანი იმპორტის 34%- უჭირავს (1614 მლნ. დოლარი). ამ ჯგუფში კილომის წილიმოდის C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტზე (1486 მლნ დოლარი), რომელიც საქართველოს მთავრობას საჩუქრად გადაეცა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა იმპორტ-ექსპორტის ბოლო მონაცემების მნიშვნელოვანი კორექტირება.[1]

      ასევე გასათვალისწინებელია ნავთობპროდუქტების იმპორტი, რომელსაც უმსხვილეს საიმპორტო საქონელთა ჩამონათვალში მეორე ადგილი უჭირავს (243 მლნ დოლარი), რაც საერთო იმპორტის რაოდენობის 5%- აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ქვეყანაში საწვავის მოხმარება საგრძნობლად იზრდება, რაც თავის მხრივ ზრდის ქვეყანაში ნავთობპროდუქტების იმპორტს. ამას ცხადყობს მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც ნავთობპროდუქტების იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,3%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ექსპორტის შემცირებას, ამ მიმართულებით საერთო კლების მაჩვენებელზე დიდი გავლენა იქონია ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ, რაც გამოიწვია რიგი საექსპორტო ბაზრების დაკეტვამ. საქართველოში იმპორტირებული ავტომობილები, რეექსპორტზე ძირითადად გადიოდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებზე. შარშან აზერბაიჯანში ევრო-4-ის სტანდარტის შემოღებამ, მნიშვნელოვანად შეამცირა ამ ქვეყანაში, საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების ნაკადი. სომხეთის ბაზარი კი, პრაქტიკულად, ჩაიკეტა, ამ ქვეყნის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკა და საექსპორტო საქონელი მეტ-ნაკლებად სეზონურია, სავარაუდოა, რომ შემდეგი თვეები ექსპორტის წახალისებისა და გაზრდის კუთხით უფრო აქტიური უნდა გამოდგეს

 თვალშისაცემია კლება ევროკავშირის მიმართულებით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 22-პროცენტით შემცირდა. ამის საპირისპიროდ ისევ იზრდება იმპორტი, რომელიც   1,168 მილიარდი დოლარია (4 პროცენტით მეტი). აქედან გამომდინარე, ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის 25 პროცენტის ფარგლებშია.[2]

       რაც შეეხება დსთ- ქვეყნებს, ამ გაერთიანებასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1,153 მილიარდ დოლარს შეადგენს და მცირდება როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. წლის პირველ ნახევარში დსთ-ში, შარშანდელთან შედარებით, 29 პროცენტით ნაკლები პროდუქტი გავიდა, ხოლო იქიდან 8 პროცენტით ნაკლები შემოვიდა. ამ შემთხვევაში დსთ-ის ქვეყნებზე სავაჭრო დეფიციტი 15 პროცენტია. საქართველო მიეკუთვნება იმ სახელმწიფოების რიცხვს, სადაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა უახლოვდება მშპ- ღირებულებას. მაგალითად, აშშ-ში ეს მაჩვენებელი 23-24%-ის დონეზეა. საქართველოში კი, გაეროს ოფიციალური მონაცემებით, 94%-ის ნიშნულს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ხელი მოეწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა ევროპასთან ვაჭრობის გაფართოება და რუსეთისა და უკრაინის ბაზრების ჩანაცვლება ევროპულით, ხელისუფლების მიერ ბაზრების დივერსიფიკაციის უუნარობის გამო, ეს ვერ მოხერხდა. ამან უარყოფითად იმოქმედა ლარზე, რადგან დოლარი გავიდა ქვეყნიდან, რაც აისახება ლარზე

      დოლარის მასის ზრდაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ფულადი გზავნილები, მათ სტრუქტურაში 54-55% მოდიოდა რუსეთზე. რუბლი გაუფასურდა და იქიდან ჩარიცხვებმა იკლო. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა მიმდინარე წლის ოქტომბერში  23.3%-ით შემცირდა და 75.5 მილიონი დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შემცირებულია: რუსეთიდან 44.7%-ით (34.6 მილიონი), აშშ- დან უმნიშვნელო მატებაა 17.5%-იანი კლებაა საბერძნეთიდან (12.2 მილიონი), 7.3%-იანი კი იტალიიდან (8.5 მილიონი). რაც შეეხება მოცულობით მათ შემდგომ ყველაზე მსხვილი გადმორიცხვების მქონე ქვეყნებს,   უკრაინიდან შემცირებულია 45.2%-ით (2 მილიონი), ხოლო ისრაელიდან 35.2%-იანი ზრდა ფიქსირდება (1.9 მილიონი დოლარი).[3]

     საქართველოდან დოლარის გასვლა 4.1%-ით არის გაზრდილი და 12.5 მილიონ დოლარს შეადგენს. ევროპიდან ფულადი გზავნილების მოცულობა არ შემცირებულა, თუმცა, დოლარში გამოსახული ეს მაჩვენებელი შემცირდა, რადგან ევროს კურსი დოლართან მიმართებაში 20%-ით დაეცა.

       გარდა ამისა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ლარის გაუფასურებაზე არის საგარეო ვალი, რომელიც ასევე იზრდება. როდესაც სახელმწიფო იღებს ვალს, ვალუტა შემოდის და პირიქით

        მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს

        საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 14.6 მლრდ აშშ დოლარი (34.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ- 107.1 პროცენტია; 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 429.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.2 მლრდ აშშ დოლარი (14.7 მლრდ   რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.5 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ- 33.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 219.4 მლნ აშშ დოლარი (519.6 მლნ ლარი; მშპ- 1.6 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 801.0 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ- 5.9 პროცენტი) და 655.6 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი; მშპ- 4.8 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.0 მლრდ აშშ დოლარი

 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 180.8 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 3.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და საკურსო ცვლილებების გამო 3.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2016 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 219.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.[3] 

 

      რაც შეეხება შიდა ვალს, მთავრობას კომერციული ბანკებისგან შიდა ვალის აღება გაუიაფდა. მხოლოდ 2016 წლის ნოემბერში ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებათა აუქციონზე ერთწლიანი ვადიანობის 45 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, მათმა საპროცენტო განაკვეთმა 6.13% შეადგინა, რამდენიმე თვის წინ კი ეს განაკვეთი 11%- აჭარბებდა. აუქციონში მონაწილეობა ცხრა კომერციულმა ბანკმა მიიღო, მათმა საერთო მოთხოვნამ 129 მილიონს გადააჭარბა.

        საქართველოს მთავრობას 2016 წელს 200 მილიონი ლარის მოცულობის შიდა ვალის აღება ქონდა დაგეგმილი. მთავრობა ამ ვალს 1, 2, 5 და 10-წლიანი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით იღებს. ლარის გაუფასურების, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების გამო, შიდა ვალის აღება გასული წლის ბოლოს გაძვირდა. 2016 წლის იანვარში ერთწლიანი ვადიანობის ფასიან ქაღალდებზე განაკვეთი 11.8%- შეადგენდა, ამავე პერიოდში 13.2% იყო ორწლიანი, 14.7% ხუთწლიანი და 15.5% ათწლიანი ფასიანი ქაღალდების განაკვეთიგაზაფხულზე კი ლარის გამყარების, მონეტარული პოლიტიკის შერბილებისა და დაბალი ინფლაციის გამო, მთავრობას შიდა ვალის აღება ისევ გაუიაფდა. ივნისში ერთწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდების განაკეთი უკვე 7.2%-მდე შემცირდა, აგვისტოში კი 6.1% გახდა. იმის მიუხედავად, რომ ახლა ლარი გაზაფხულთან შედარებით უფრო გაუფასურებულია, საპროცენტო განაკვეთის შემცირება სავარაუდოდ დაბალმა ინფლაციის მაჩვენებელმა და მონეტარული პოლიტიკის შერბილებამ გამოიწვია.

     შიდა ვალი სამთავრობო ხარჯების დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროდქართული ოცნებისხელისუფლებაში ყოფნის დროს იქცა. მთავრობამ მაქსიმალური 570 - 570 მილიონის მოცულობის შიდა ვალი 2014-2015 წლებში აიღო. 2016 წელს კი შიდა ვალის მოცულობა 200 მილიონ ლარამდე შემცირდა, რაც სავარაუდოდ გასული წლის ბოლოს გაზრდილმა საპროცენტო განაკვეთებმა გამოიწვია.

        წლების მიხედვით შიდა ვალის მოცულობა ასე გამოიყურება: 2010 წელი - 172 მილიონი ლარი; 2011 წელი - 91 მილიონი ლარი; 2012 წელი - 58 მილიონი;  2013 წელი - 150 მილიონი; 2014 წელი - 573 მილიონი; 2015 წელი - 572 მილიონი; 2016 წელი - 200 მილიონი.[3]

        ლარის გაუფასურებაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს   უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, რომლებიც 2016 წლის მესამე კვარტალში ოდნავ გაიზარდა, მეოთხეში შემცირდა. საინვესტიციო აქტივობა მნიშვნელოვნად შეანელა ხელისუფლების მიერ ბოლომდე გაუაზრებელი სავიზო რეგულაციის შემოღებამ, რომლის მიხედვითაც მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა ინვესტორზე შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთან, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180–დღიან პერიოდს; ინვესტიციური ნაკადებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ასევე მიწების შეძენაზე რეგულაციის შემოღებამ, რის მიხედვითაც შეიზღუდა ინვესტორის შესაძლებლობები; უარყოფითად აისახა ამ პროცესზე ასევე შრომის კოდექსში 2013 წელს შეტანილი ცვლილებები. ამან ყველაფერმა მოახდინა ზეგავლენა დოლარის მასის შემცირებაზე.

        საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 834 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია. შემოსული ინვესტიციების 84% ათ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანაზე მოდის. ინვესტიციების 33%-ით (283 მილიონი დოლარით) პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, რაც შაჰ-დენიზის