ჩვენი მიზანი და მისია

mission

ცნობილია,  რომ მეცნიერება არის ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია. მეცნიერული ცოდნის დაგროვება ხდება ბუნების, საზოგადოების ან სხვა ობიექტის სამეცნიერო მეთოდის საშუალებით შესწავლის შედეგად.

ამდენად, თითოეული მეცნიერის ძირითადი საქმე არის კვლევები, ანალიზი და დასკვნები, რის საფუძველზეც ხელისუფლება მას იყენებს პირდაპირ ან ირიბად რეალურ ცხოვრებაში. ეს დამოკიდებულია მეცნიერების დარგზე. ამასთან, მეცნიერებმა პირდაპირი მნიშვნელობითაც უნდა მისცენ შესაბამისი რეკომენდაციები ხელისუფლებას. წესითა და რიგით სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები უნდა ღებულობდეს დავალებებსა და შეკვეთებს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან, რაც დიდი ხანია არ ხდება. უფრო მეტიც, გააუქმეს ბევრი კვლევითი ინსტიტუტი. მეცნიერები დამოუკიდებლად ატარებენ კვლევებს, ერთმანეთს უზიარებენ აზრებს კონფერენციებისა თუ აკადემიური სხდომების ფარგლებში, ბეჭდავენ სტატიებს ჟურნალებში, შრომების კრებულში, უშვებენ წიგნებს, ბროშურებს და ა. შ., რომელსაც ისევ მეცნიერები და სტუდენტები თუ კითხულობენ, და არა ადრესატები - ხელისუფლება.

მეოთხედი საუკუნეა, რაც საქართველოში მეცნიერება თითქმის გარიყულია როგორც საზოგადოებისაგან, ისე ხელისუფლებისაგან. არადა, მეცნიერები ხელისუფლების მრჩეველნი უნდა იყვნენ.

„მეცნიერთა საბჭოს“ უმნიშვნელოვანესი მიზანია:

-         რომ მეცნიერები აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყნის მშენებლობის სქმეში;

-         რომ მეცნიერის აზრი და წინადადება იყოს მოსმენილი, განხილული და გათვალისწინებული შეძლებისდაგვარად;

-         რომ მეცნიერება და მეცნიერები იყვნენ დაფასებულნი.

ასევე, საბჭოს მიზანია:

-         ხელშეწყობა საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში ყველა დონის ხელისუფლებისათვის;

-         მეცნიერული კვლევების საფუძველზე ქვეყნის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და სრულყოფა ფართო საზოგადოების მონაწილეობით;

-         საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე მეცნიერული კვლევების ჩატარება, ყოვლისმომცველი ანალიზისა და დასკვნების გაკეთება, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შეთავაზება ხელისუფლების ნებისმიერი დონისა და შტოსათვის;

-         საზოგადოების ფართო მასებისთვის აუცილებელ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაში ხელშეწყობა;

-         პროგრესული ინოვაციების წახალისება და ხელისშეწყობა;

-         ახალგაზრდებისათვის პროფესიული და სპეციალური სწავლა-განათლების მიღებაში ხელშეწყობა ტრენინგ-კურსების ჩატარებითა და სხვა კანონით დაშვებული ფორმებით;

-         ბიზნესის დაწყების მსურველთათვის ხელის შეწყობა შესაბამისი პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში;

-         საზოგადოებისათვის საინტერესო საკთხებზე მუშაობა, რომელიც   დაკავშირებულია: ეკოლოგიასთან; სასურსათო უსაფრთხოებასთან; ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან; დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან, გამჭვირვალობასთან და ა.შ.

     „მეცნიერთა საბჭოში“ თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა, რომ თავისი მოსაზრებები, შეხედულებები და წინადადებები წარმოადგინოს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს წარვუდგინოთ მეცნიერთა საბჭოს სახელით, რათა შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას.

პარტნიორები

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია
ბიზნეს-სკოლა-ინკუბატორი
ჟურნალი „ახალი ეკონომისტი“
გამომცემლობა „ლოი“